„TV პირველის“ გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

„TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

„TV პირველის“ ცნობით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ღონისძიების დასრულების შემდეგ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა პროფესიულ საქმიანიბაში ხელი შეუშალეს, ოპერატორს კი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

LB loan image desktop LB loan image mobile