უმნიშვნელოვანესია, შსს-ს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს - „თბილისი პრაიდი“

პუბლიკა

„უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან.