უმრავლესობის სხდომის პარალელურად „ოცნების ოფისთან“ აქცია იმართება

პუბლიკა

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეეები შენობის ორივე შესასვლელთან იმყოფებიან. „სირცხვილია!“ – ამ შეძახილით შეაცილეს აქციის მონაწილეებმა შეხვედრაზე მისული დეპუტატები.

ადგილზე მობიულიზებულია საპატრულო პოლიცია.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ცალკეული პოლიცილების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს მათ არჩევანი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ აიძულებს, რომ მათ ემსახუროს და არა ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს.ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით. ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს, სადამდეც შევძლებ, ბოლომდე ვიჭიდავებ“, – უთხრა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ, რომელიც აქციაზე იმყოფება.

აქციის მონაწილეთა მთავარ მოთხოვნად კვლავ რჩება პროპორციული საარჩევნო სისტემა. მეორე მთავარი მოთხოვნაა, ასევე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ნიშნავს მთავრობისა და პრემიერის გადადგომას.

აქციის მონაწილეებმა გუშინ რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს და ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა. ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამჟამად რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფება.

LB loan image desktop LB loan image mobile