„ვისურვებდი ჰარცელის მიღებას პარლამენტში, რათა განგვეხილა ჩემზე მისი განცხადება" - წულუკიანი

პუბლიკა

„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით.” – ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღევანდელ განცხადებას.

„გუშინ ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო“, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.

„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ გუშინ ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია, თუმცა ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა შეფასებას გააკეთებენ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.