ზუგდიდში გიგი უგულავა და გიორგი გაბედავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობის სიახლოვეს, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა და „ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.  გიგი უგულავას თქმით, გიორგი გაბედავა აცხადებდა, რომ მძევლად აყვანილი ადამიანი არის „ზონდერი“, რასაც მოჰყვა მათ შორის დაპირისპირება.

„მძევალი ადამიანი გამოცხადეს ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, მერე ის თქვეს, რომ თითქოს ჩემთან მუშაობდა, ახლა მოვიდა ეს გაბედავა და ამბობს, რომ ის არის ჩვენი ზონდერი. ადამიანი მძევალია და ასეთი უსისხლძარღვო როგორ არიან. გაბედავა არაფერი არაა, ნულია. პრობლემა არის ხელისუფლებაშია“, – განაცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან.

„პუბლიკა“ დაუკავშრდა შინაგან საქმეთა სამინიტროს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მათ ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, არიან თუ არა დაკავებულები.

დღეს, თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები დღის 3 საათზე აიყვანა. მან რამდენიმე მათგანი გაათავისუფლა. ამჟამად შენობაში თავდამსხმელთან ერთად 16 მძევალი იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით დავდამსხმელთან მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.