ყველა

ქრისტინე მუჯირი

ხსენებული წესების და სტანდარტების დაცვა სავალდებულო იმიტომაა, რომ სხვაგვარად ექსპონატებს ემუქრება დიდი საფრთხე: დაზიანებები და განადგურებაც კი, შეიძლება იყოს როგორც მომენტალური, ასევე დროში გადადებული, ანუ არასწორი მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანი თანდათანობით, წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესად იქცევა. ასეთი ზიანი არაა უკუქცევადი, ვეღარ გამოსწორდება.

პუბლიკა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში, თუმცა კვლევის რესპონდენტების მიერ საგნობრივ ჭრილში აღქმული სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალია მათემატიკაში.

ნიკოლას გელოვანი

ქალის ხმა, მზერა, პერსპექტივა, მსოფლმხედველობა და გამოცდილება ამ რომანშიც და შვიდი ავტორისაგან დაწერილ იმ წიგნშიც ჩაიკარგა მამაკაცების მზერასა და ხმაში, ისე, როგორც გაუჩინარებული პერსეფონეს ხმა ჩაიკარგა პატრიარქალური მითოლოგიის ლაბირინთებში. 

პუბლიკა

ეს კითხვა ჩემ რესპოდენტს, პირობითად ანას დაუსვეს, როდესაც მისი პირველი კოცნის შესახებ მეგობრებს მოუყვა. მაშინ დავფიქრდი, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქალებზე, რომლებიც  ყოველდღიურად ჩაგვრის არაერთ ფორმას აწყდებიან, იქნება ეს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობა, თუ შრომის და  ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება ოჯახში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შეთანხმებიდან გასვლაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა, რადგან პარტიამ 100 დღის განმავლობაში მას ხელი არ მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიამ აპრილში ბოიკოტი შეწყვიტა და შეთანხმებას ხელი მოაწერეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თუ დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ირაკლი კობახიძემ მაინც განაცხადა, რომ ამ შეთანხმებამ თავი ამოწურა.

კორონავირუსის „დელტა“ შტამმა უკვე 124 ქვეყანაში შეაღწია. იგი ეტაპობრივად ანაცვლებს მის წინამორბედ ბრიტანულ შტამს, რომელმაც დომინანტი ვარიანტის სტატუსი გასულ წელს მოიპოვა. პრესაში შემაშფოთებელი სათაურები აქამდეც გამოჩენილა და მეცნიერებს ახალი, უფრო საშიში ვარიანტების შესახებ აქამდეც უსაუბრიათ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლებულა. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა.

ზურა ვარდიაშვილი

საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2018  წელს დაიწყო. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარიას გუნდი მართავდა. 

დავით ბუხრიკიძე

70-წუთიან წარმოდგენაში ყველაზე საინტერესო მაინც რიტუალური თეატრის ელემენტებისა და ქორეოგრაფიული ენის შერწყმაა, რომელიც მკაცრ რეჟისურას, ტემპო-რიტმსა და გამომსახველობას ემორჩილება. ამოსავალი წერტილი ისევ ვაჟას პოეზიაა, რომელსაც ზუსტად გააზრებული რეჟისურის გარდა, მხატვრისა და სცენოგრაფის, ლელა ფერაძის ნამუშევარი და ნანა ყორანაშვილის ეფექტური კოსტიუმებიც ავსებს. 

პუბლიკა

ყველა ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით, მაგრამ ამ მექანიზმებნის ამოქმედება და რეალობაში დანერგვა რთულია, რადგან კანონების გარდა, ადამიანურ დამოკიდებულებებსაც დიდი როლი უჭირავთ უფლებების ხელშეუხებლობაში, განსაკუთრებით, როცა საქმე უმცირესობებს ეხება.

ნიკოლას გელოვანი

ბოლოს და ბოლოს, ოსტინმა მაინც აირჩია ერთი; გადაწყვიტა, რომ ჯეკი იყო მისი ერთადერთი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული; ის ადამიანი, რომელიც სულ უყვარდა (მაშინაც კი, როცა სოიერთან ჰქონდა კავშირი), სიცოცხლის ბოლომდე და სიკვდილის შემდეგაც კი ეყვარებოდა. სოიერმა ჯულიეტთან ყოფნა არჩია.

გერმანელი ფილოსოფოსი, მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი თომას მეცინგერი გონებისა და ცნობიერების ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მკვლევარია. ის ხელმძღვანელობს გონების ფილოსოფიის კვლევით გუნდს მაინცის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს ასეულობით სტატია და კვლევა კოგნიტური მეცნიერების ფილოსოფიაში, ეთიკაში, ცნობიერების ანალიტიკურ ფილოსოფიასა და ფენომენოლოგიაში.

გია ეძგვერაძე

დღეს კი დეგრადაციის მატარებელი სხეული ვართ, მხოლოდ ტვირთად მყოფი სამყაროს (ცივილური ქვეყნების) მხრებზე...