რუსეთის ომი უკრაინაში - დღე 2 | განახლებადი

პუბლიკა

მეორე დღეა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს. უკრაინული ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები და ავია იერიშები მიმდინარეობს. ჩრდილოეთიდან კიევზე შეტევას ცდილობენ სახმელეთო ძალებიც. პოლიტიკური და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე გაცილებით მძიმე იქნება.

გთავაზობთ მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში. განახლებები დარეფრეშების შემდეგ გამოჩნდება.


 

21:27 ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას საქართველომაც დაუჭირა მხარი. ინფორმაცია „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ვრცლად.

21:00 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურის დაწყებას უკრაინაზე თავდასხმის გამო.

ვრცლად.

20:12 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინელ სამხედროებს მიმართავს – „აიღეთ ძალაუფლება საკუთარ ხელში, როგორც ჩანს, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება თქვენთან მოლაპარაკება, ვიდრე ნარკომანებისა და ნეონაცისტების ამ ბანდასთან, რომლებიც კიევში დასახლდნენ და მთელი უკრაინელი ხალხი მძევლად აიყვანეს”, – განაცხადა პუტინმა.

ვრცლად

19:22 უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის შეჭრის დაწყებიდან გაანადგურა 80-მდე ტანკი, 516 ერთეული სხვადასხვა სახის საბრძოლო ჯავშანმანქანა, 7 ვერტმფრენი, 10 თვითმფრინავი, 20-მდე ფრთოსანი რაკეტა, 100-ზე მეტი მანქანა-დანადგარი და მტრის 2800-ზე მეტი ჯარისკაცი.

ვრცლად.

19:05 ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტალინი უკრაინას Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების ახალ პარტიას მიაწვდის. ამასთანავე უკრაინაში გაგზავნიან საკვებს საველე პირობებისთვის და სამედიცინო აღჭურვილობას.

ვრცლად.

18:50 „უკრაინა არ დანებდება. ჩვენ ვიბძრვით თავისუფლებისთვის ევროკავშირის აღმოსავლეთის ფრონტზე. გვაჩვენეთ თქვენი სოლიდარობა, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებით“,- უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ავრცელებს განცხადებას და ახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ევროპის მომავალი წყდება უკრაინაში.

ვრცლად.

18:38 კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „ქალაქი გადავიდა თავდაცვით ფაზაში. გარკვეულ უბნებში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანადგურებენ რუსულ ჯგუფებს, რომლებიც საბოტაჟს ცდილობდნენ” – ამბობს ვიტალი კლიჩკო.

ვრცლად.

18:09 რუსეთი მზადაა მინსკში დელეგაცია გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, – ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ვრცლად.

17:01 „ფორმულა 1-მა“ რუსეთის გრან-პრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ვრცლად.

16:49 უკრაინის გენშტაბის უფროსის განცხადებით, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს რუსულმა ხომალდმა ჭურვი მოარტყა. გემი უკრაინის ერთ-ერთი პორტიდან 12 მილის დაშორებით იმყოფებოდა.

ვრცლად.

16:22 თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირი და NATO გააკრიტიკა. ერდოღანის თქმით, ამ ორგანიზაციებს უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაედგათ.

ვრცლად.

15:55 უკრაინელებმა დაიბრუნეს კუნძული ზმეინი, რომლის ასაღებად რუსებმა 13 მესაზღვრე მოკლეს.

ვრცლად.

15:22 ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ საქართველო არ აპირებს შეურთდეს რუსეთის მიმართ სანქციებს.

ანა ფოტიგას თქმით, როცა საქართველოს ემუქრებოდა საფრთხე, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა, ახლა კი იქ იტანჯება უამრავი ადამიანი და მათ სოლიდარობა სჭირდებათ. სოლიდარობის ერთ-ერთი მაგალითი კი სწორედ სანქციებია.

ვრცლად.

14:44 უკრაინაში, ხერსონის ოლქში, საზღვაო ქვეითმა თავი აიფეთქა, რათა ხიდზე რუსული ტანკების კოლონა შეეჩერებინა.

ვრცლად

14:23 „ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?”  – წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ფეისბუქზე.

ვრცლად.

12:46 უკრაინული მედია The Kyiv Independent წერს, რომ რუსი სამხედროები კიევის გარეუბანში, ობოლონის რაიონში არიან, რომელიც კიევის ცენტრიდან 10 კილომეტრშია.

ვრცლად.

12:30 „იდი ნა *უი, რუსულო ხომალდო!“ – რა მოხდა შავ ზღვაში, უკრაინულ კუნძულზე. ვრცლად.

12:22 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს.

ვრცლად.

11:49 ვოლოდიმირ ზელენსკი – „ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენს ვისმენთ ჩვენს ცასა და მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია“.

ვრცლად.

11:28 ჰაკერების ქსელმა, Anonymous-მა, რამდნეიმე რუსული სამთავრობო ვებსაიტი გათიშა, მათ შორის, პროპაგანდისტული მედიაორგანიზაცია Russia Today-ს ვებსაიტი. „ჩვენი კოლექტივი ოფიციალურად ჩაერთო კიბერომში რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ“, – აცხადებენ ჰაკერი აქტივისტები.

ვრცლად.

09:38 დღეს, 25 თებერვალს, გამთენიისას კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდებისას ცხრასართულიან კორპუსში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ვრცლად

09:34 უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის საჰაერო ძალები იცავენ კიევის ცას. მათი ცნობით, გამთენიისას უკრაინის თავდაცვის სისტემამ ორი ძლიერი თავდასხმა მოიგერია.

ვრცლად.

09:15 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს.

ვრცლად.