ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც შეხვედრაზე გადაწყდა კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი რიგის მიმღები იქნება 5 კლინიკა.
„ინფექციური საავადმყოფო დარჩება. ასევე, საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე ყოფილი მერვე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება. ჯერ არ არის ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადეობა რომ მშვიდად იყოს. ეს სერიოზული რესურია, 140 საწოლია იქ. მესამე – რესპუბლიკური საავადმყოფო ასევე მთლიანად გამოთავისუფლდება. კარანტინში მყოფები სხვაგან გადაინაცვლებენ. მეოთხე – გორის ჰოსპიტალი, სადაც ასევე არის დაახლოებით 140 საწოლი. პლიუს ბოჭორიშვილის კლინიკაში, 11 საწოლით. ეს უკვე გადაწყვეტილია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.