OC Media-ს კონტრიბუტორს, მკვლევარ ბაჰრუზ სამადოვს ბაქოში 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

OC Media-ს კონტრიბუტორს, მკვლევარს, მშვიდობის აქტივისტ ბაჰრუზ სამადოვს ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს.

OC Media-ს ცნობით, 20 ივნისს პროკურატურამ მისთვის 16-წლიანი პატიმრობა მოიხოვა.

ბაჰრუზ სამადოვმა თვითმკვლელობა სცადა. ის თანამესაკნემ გადაარჩინა.

ამის შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო.

OC Media-ს თანახმად, ადამიანის უფლებათა იურისტმა, ზიბეიდა სადიგოვამ თქვა, რომ ის მხოლოდ წყალს იღებდა. წინა შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტდა, ახლა კი ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბაჰრუზ სამადოვი დოქტორანტურაზე სწავლობდა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში. ის ასევე წერდა სხვადასხვა მედიისთვის და ადვოკატირებდა მშვიდობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

ამის გამო, 2024 წლის აგვისტოში ბაჰრუზ სამადოვი დააკავეს და ბრალი ღალატის მუხლით წარუდგინეს.