ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დაინიშნა

პუბლიკა

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დაინიშნა.

გუშინ, 2 აგვისტოს, ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. მთავრობის გადადგომა კონსტიტუციით გათვალისწინებული რეგულარული პროცედურაა.

ამის შემდეგ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა, პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა კი ხელი მოაწერა ბრძანებულებას მისი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.