ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დაინიშნა.
გუშინ, 2 აგვისტოს, ფაშინიანმა ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას. მთავრობის გადადგომა კონსტიტუციით გათვალისწინებული, რეგულარული პროცედურაა.
ამის შემდეგ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა, პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა კი ხელი მოაწერა ბრძანებულებას მისი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.