ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

პუბლიკა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერს გიგა ქავთარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, – ამის შესახებ „პუბლიკას” მისმა ადვოკატმა განუცხადა.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, ადვოკატის თქმით:

„რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას და საბოლოოდ მოგვცეს თანხმობა. შევთანხმით 5 წელი საპატიმრო სასჯელი, 3 წელი პირობითი, 5 000 ლარი ჯარიმა”, – ამბობს ის.

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გ. ქ.  დეკემბერში დააკავეს.

როგორც „პუბლიკასთან”  საუბრისას მისი ადვოკატი ჯიტა გულუა აცხადებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 14.5 გრამი მეტადონის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ბერი გიგა ქავთარაძე ბრალს აღიარებდა.