პროექტ „მომავლის პროფესიების“ ფარგლებში საქართველოს ბანკი Fennec Tech Studio-ს  პარტნიორი გახდა

რეკლამა

ბოლო პერიოდში შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ, ჯერ კიდევ გასულ წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით პროექტი – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. 

პროექტის მთავარ მიზანია მხარი დაუჭიროს ადამიანებს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და  ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.  

სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სულ ახლახან კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის – Fennec Tech Studio-ს,  პარტნიორი გახდა. 

Fennec Tech Studio-ს შექმნიდ იდეასა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე YouTube არხის შემქმნელი- მარიამ გაგუა საუბრობს. 

5 წელია ვაკვირდები ტექნოლოგიების ინდუსტრიას და ერთი კითხვა, რაც არასდროს გამნელებია, იყო შემდეგი − რატომ არ ირჩევს მეტი ახალგაზრდა კარიერას ტექნოლოგიების სფეროში?

ვფიქრობ ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართულ ენაზე მარტივად ახსნილი მასალის ნაკლებობაა. ამასთან, დღეს ახალგაზრდები ინფორმაციას ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან იღებენ, როგორიცაა YouTube-ი და Tik Tok-ი. რა ისწავლონ, რა არ ისწავლონ, რა ჩაიცვან, სად დაისვენონ − მსგავს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას სწორედ სოციალური ქსელები ახდენენ. წლების მანძილზე დაკვირვების შედეგად კი მივხვდი, რომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები ტექნოლოგიებსა და მომავლის პროფესიებზე სოციალურ ქსელებში საკმარისად არ ვსაუბრობდით. 

სწორედ აქედან დაიბადა Fennec Tech Studio-ს იდეა. მე და ჩემმა მეგობარმა, ბილლიმ, ჩვენი რესურსები გავაერთიანეთ და YouTube არხი შევქმენით. დავუძახეთ მეგობრებს სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიებიდან და დავიწყეთ ვიდეოების ჩაწერა, სადაც მარტივად და ახალგაზრდებისთვის გასაგებ ენაზე ვხსნით როგორ შეიძლება გახდე დეველოპერი, ტესტერი, ინჟინერი და ა.შ. 

ჩვენი YouTube არხის ახალ სეზონში საქართველოს ბანკი დაგვიმეგობრდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან Fennec Tech Studio მაყურებელს კარიერული განვითარებისა და ტექნოლოგიების შესახებ ვიდეოებს სწორედ საქართველოს ბანკთან ერთად შესთავაზებს.

პირველი ვიდეო სეზონის გახსნით დავიწყეთ და მიმოვიხილავთ, თუ როგორ ერთიანდება ყველა ტექნოლოგიური პროფესია ერთ მობილურ ტელეფონში.

ის აპლიკაციები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ერთობლივი შრომის შედეგია. დღეს რამდენიმე ასეთ პროფესიაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას, მათ შორის: Front-End და Back-End დეველოპერებზე, UI/UX დიზაინერებზე, ქოპირაიტერებსა და Product Owner-ებზე.  

დავიწყოთ პროგრამული ნაწილით. აპლიკაცია იყოფა ორ ნაწილად: Front-ად და Back-ად, ანუ მომხმარებლის და სერვერის მხარედ. მომხმარებლის მხარე აპლიკაციის ის ნაწილია, რომელსაც ე.წ. user ხედავს, სერვერის მხარე კი ის, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს.

სწორედ Front-End დეველოპერები მუშაობენ აპლიკაციის ხილული ნაწილის დეველოპმენტზე და წერენ აპლიკაციის კოდს. 

რაც შეეხება Back-End დეველოპერებს, ისინი სერვისის მხარეს პროგრამირებაზე და აპლიკაციის ფუნქციონალს ჩაბმულ ლოგიკებზე არიან პასუხისმგებლები. 

საბოლოო ჯამში კი Front-End და Back-End დეველოპერების მიერ დაწერილი კოდებით იქმნება აპლიკაციები,  რომლითაც ვიძახებთ ტაქსს, ვუკვეთავთ საკვებს ან ვრიცხავთ თანხას  სასურველ ადამიანთან.

ნებისმიერი აპლიკაციის კოდის დაწერას წინ უძღვის დიზაინების შექმნა. სწორედ ამ დიზაინების ერთობლიობაზე დაყრდნობით აწყობენ დეველოპერები აპლიკაციას.

იმ ადამიანებს, რომლებიც აპლიკაციის დიზაინებზე მუშაობენ, UI/UX  დიზაინერები ჰქვიათ. UI/UX დიზაინერი იმის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა ფუნქციონალი აპლიკაციაში.

მაგალითად, ის, რომ მობილბანკის აპლიკაციაში ანგარიშის ბლოკი ყველაზე დიდადაა გამოტანილი ეკრანის ზედა ნაწილში, ან ის რომ ამ ბლოკს 4 ღილაკი აქვს სხვადასხვა ვიზუალით − ეს UI/UX დიზაინერების მიერაა შემუშავებული.

შემდეგი პროფესიის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაში იღებენ მონაწილეობას, UX, ანუ მომხმარებლის გამოცდილების მკვლევარები არიან. ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ნებისმიერი ფუნქციონალის შენების დროს გუნდს ჰქონდეს  ინფორმაცია მომხმარებლის საჭიროებების შესახებ, რომელიც კვლევებს ეყრდნობა.

ნებისმიერ აპლიკაციაში ვხვდებით სხვადასხვა ტექსტს – მაგალითად, ანგარიშის ბლოკს 4 ღილაკი აქვს სხვადასხვა სახელებით: გადახდა, გადარიცხვა, გაზიარება, ამონაწერი. ამ და სხვა ტექსტებზე ერთი პროფესიის ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ციფრული პროდუქტის ქოპირაიტერები ჰქვიათ. ქოპირაიტერები იმაზე ზრუნავენ, რომ აპლიკაცია გასაგებ და მარტივად აღქმად ენაზე ესაუბროს მომხმარებელს.

და გადავიდეთ ჩვენს ბოლო პროფესიაზე, Product Owner-ზე, ანუ პროდუქტის მფლობელზე.

ნებისმიერ ტექნიკურ გუნდს სჭირდება ადამიანი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს გააჟღერებს და იმაზე იზრუნებს, რომ ყველა ის ფუნქციონალი, რომელზეც ტექნიკური გუნდი იმუშავებს, მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებლისა და ბიზნესის საჭიროებებზე. სწორედ ამ როლს ასრულებენ Product Owner-ები და მომხმარებელსა და ტექნიკურ გუნდს შორის შუამავლის ფუნქციას ითავსებენ.

Fennec Tech Studio საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ყოველ სამშაბათს ახალ ვიდეოს წარადგენს, სადაც უფრო დეტალურად იქნება განხილული ტექნოლოგიური პროფესიები, მათ შორის: 

  • Front-End დეველოპერი
  • Back-End დეველოპერი
  • პროდუქტის მფლობელი
  • Scrum მასტერი
  • UI/UXდიზაინერი
    UX მკვლევარი
  • ქოპირაიტერი
  • კომპიუტერული ინჟინერი 
  • ელექტრული ინჟინერი  
  • მონაცემთა მეცნიერი
  • ბიზნესანალიტიკოსი

ვიდეოს სანახავად ეწვიოთ ბმულს: