„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაზე ოპოზიცია სამ საკითხს განიხილავს, რომლებიც, მათი რწმენით, უნდა ჩაიწეროს ამნისტიის შესახებ კანონპროექტში.
„1. მწამებლებზე და მოძალადეებზე ეს არ უნდა გავრცელდეს;
2. თანამდებობის პირებზე არ გავრცელდება ეს პრინციპი;
3. აუცილებელი უნდა იყოს დაზარალებულის თანხმობა“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ თუ ვერ შეჯერდება ფუნდამენტურ საკითხებზე პოზიცია, ოპოზიცია ალტერნატიულ კანონპროექტს წარმოადგენს.