ყველა
- ყველა
- COVID-19
- COVID-19 და დასაქმებულები
- COVID-19 და საზოგადოებრივი ინიციატივები
- ადამიანის უფლებები
- არჩევნები 2020
- არჩევნები 2024
- ბიზნესი
- განათლება
- გარემო
- გართობა
- ევროკავშირი საქართველოსთვის
- ეკონომიკა
- თვალსაზრისი
- ინტერვიუ
- ისტორიის მცველები
- კინო
- კრიმინალი
- კულტურა
- კულტურის რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
- ლიტერატურა
- ლიტერატურული რუბრიკის მხარდამჭერია „საბა"
- მედია
- მეცნიერება
- პარტნიორის კონტენტი
- პოლიტიკა
- რეგიონი
- რელიგია
- რეპორტაჟი
- რეცენზია
- რუსეთის ომი უკრაინაში
- საზოგადეობა
- საზოგადოება
- სათემო უსაფრთხოება
- სამართალი
- სამხრეთ კავკასია
- სპორტი
- ურთიერთობები
- უცხოეთი
- ქალაქი
- ღვინო
- ჯანდაცვა
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო.
„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ – ასე ჰქვია ალექსანდრე კობერიძის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დაჯილდოვდა. მობილური ტელეფონით გადაღებული 202-წუთიანი ფილმი არ ჰგავს არც ერთ ქართულ ფილმს, თუმცა ქართული კინოს ისტორიას ნამდვილად ატარებს.
ალბათ, ყველამ ვისწავლეთ დაწყებით კლასებში, რომ დედამიწას გარშემო ჰაერის დიდი გარსი აკრავს, რომელსაც, შეიძლება, ჩვენს ნახატებსა და ილუსტრაციებში არ ვითვალისწინებდით ხოლმე, მაგრამ რეალურად, იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ვიდრე წარმოგვიდგენია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 48%-ზე მეტი მიიღო და 61 მანდატი გაიყვანა პარლამენტში. ასევე „ოცნების“ 13-მა კანდიდატმა მაჟორიტარული არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და მეორე ტურის წინ მათ მხოლოდ 2 მანდატი აკლიათ უმრავლესობამდე.
სოციალური სამართლიანობის მისაღწევად იმ გრძელვადიანი ბრძოლისთვის, რომლის საჭიროებაც წინა პოდკასტში დავსახე, წარსულის კვლევა, სხვადასხვა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება და ალტერნატიული ფემინისტური აზრის ძიებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემი შემდეგი პოდკასტები მემარცხენე ფემინიზმებს დაეთმობა.
ახლაც, ამ სტატიის შესაკრავად და დასასრულებლად ქვევრიდან ცოტაოდენი ჩვილი კრახუნა ამოვიღე, შარშან დაყენებული. ჭიქაში 100 გრამამდე ღვინო იქნება. იგი ჯერ სულ რაღაც 4 თვისაა. ცივია, ხელებში ვათბობ და ვცდილობ გავიგონო რას ამბობს ეს ღვინო
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მესამე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მესამე ნაწილში ალმოდოვარი განიხილავს ლიტერატურას და მკითხველს კარანტინში საკითხავ წიგნებსა და ფილმებს ურჩევს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა თქმით, საპოვნელია ოქროს შუალედი: ერთი მხრივ, მაქსიმალურად დავიცვათ პრევენციული ღონისძიებები და, მეორე მხრივ, ტური ტანჯვად არ ვაქციოთ. თავისუფლებისა და სილაღის გარეშე ხომ ტურიზმი წარმოუდგენელია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მწვანე, უსაფრთხო და კომფორტული ტურიზმის ქვეყანა.
„ამდენი წელია ვემსახურები ფეხბურთს. შენიშვნაც კი არ მქონია არასოდეს. ვემსახურებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას. საზოგადოებაში კარგად მიცნობს ყველა, ოზურგეთში მითუმეტეს. მაქვს უმაღლესი კატეგორია ფეხბურთში, უეფას A კატეგორიის მწვრთნელი ვარ. ეს კაცი რომ მოვიდა, დამიწყო დევნა. არანაირი კონფლიქტი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან, მაგრამ როგორც კი გახდა მერი, „მერცხალის“ დირექტორმა დამიბარა და მითხრა გათავისუფლებული ხარო. მიზეზი რა არის-თქო რომ ვკითხე - არ მოსწონხარ ამ ავთო თალაკვაძეს და რა ვქნა მეო, ასე მიპასუხა. დაარქვეს რეორგანიზაცია და შემცირება, მაგრამ 18 კაცი აიყვანეს შემდეგ, მათი ხალხი, “- გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი.
Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს, ლიკა ღლონტს 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, კონტრაქტი აღარ განუახლეს. ღლონტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის პოსტებს უკავშირებს.
„ბოდიშის მოხდით ქალბატონებთან და სასამართლოსთან, უწმაწური სიტყვები იყო, შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილას არ არის ლამაზი, რომ... ჩვენი დაიკოები, დედიკოები და ბავშვები მოძრაობენ და დადიან და შესაბამისად, არ უნდა წაეკითხათ“, - ეს ციტატა პოლიციელ აღამალი ასკეროვს ეკუთვნის, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მან ბოდიში მოუხადა პროცესზე დამსწრე „ქალბატონებს“, ვინაიდან უწევს ისაუბროს იმ გარემოებებზე, თუ რატომ მიიჩნია „ირაყლი“ სამართალდარღვევად.
პანდემიით გამოწვეულმა კარჩაკეტილმა ცხოვრებამ განსაკუთრებული სიმძაფრით დააყენა ოჯახური თანაცხოვრების, ოჯახის შიგნით პირადი სივრცის პოვნის, მშობლობისა და საშინაო შრომის გადანაწილების პრობლემა. „ფემინისტი დედის“ პოდკასტები „ფემინსტრიმზე“ ამ საკითხებს შეეხება.