ყველა

დავით ბუხრიკიძე

ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.

პუბლიკა

COVID-19-ის შედეგად გამოცხადებული პანდემიის დროს, პირველი, რაც გააკეთდა, ვიზიტების გაუქმება იყო. მოხუცებულებისთვის ვირუსის გადადების მაღალმა რისკმა ხელმძღვანელობა აიძულა, სხვა გზებზე ეფიქრა. ამიტომ, მოხალისეობრივმა აქტივობამ ონლაინრეჟიმში გადაინაცვლა.

პუბლიკა

„პუბლიკის“ წინა სტატიაში „პროგრესული ფორუმის“ ეგიდით მომზადებულ (მკვლევარი ეთო გვრიტიშვილი) პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს უფასო სასკოლო კვებას, როგორი მოდელის პროგრამები არსებობს, რას ნიშნავს უნივერსალური სასკოლო კვება და როგორია მისი დანერგვის საერთაშორისო გამოცდილება. ამ სტატიაში კი, ამავე პოლიტიკის დოკუმენტის გამოყენებით განვიხილავთ – უფასო სასკოლო კვების როგორი სქემის დანერგვა იქნება ეფექტიანი საქართველოში?

პუბლიკა

მე მაინც ვაფრიალე ამაყად ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა, მაგრამ მე მინდა და მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე და იქ მეხიკოს, გვადალახარას, მაიამის, სან ფრანცისკოს ან ტორნოტოს სტადიონზე ირბენს კვარა, ჩაკვე, მამარდა ან სხვა, ვისი სახელიც ჯერ არ ვიცით და ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად ამაყები ვიქნებით ჩვენი დროშებით.

მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია. ცხვარიც ადგილობრივი სახეობისაა, რომელსაც უკვე საუკუნეებია მწყემსავენ. მაგრამ შეუძლია თუ არა მას წარმატებულ ბიზნესსექტორად იქცეს? როგორ გაუძლო პანდემიას მეცხვარეობა, რა პერსპექტივა აქვს ცხვრის ყოლას საქართველოში, არის თუ არა განვითარებადი ბიზნესი თუ მილევის, გაქრობისთვის განწირულ ტრადიციად დარჩა?

მალხაზ ხარბედია

აქ ცოდვასავით ეშინიათ ჭირის, ხოლო ამ შავი სენის მკურნალები იძულებულნი არიან ჩვეულებრივ ავადმყოფებთან სიარულს თავი ანებონ. ზოგი მდიდრდება ჭირიანობისას, სხვა კი პირიქით, თავის მემკვიდრეს კარგავს. დაავადება ხანდახან განკურნების სურვილსაც კი უკლავს ზენონს, რომანის მთავარ გმირს.   

პუბლიკა

„უმნიშვნელოვანესი იქნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ დამაბინძურებლების ზემოქმედების შემცირების გზების შეფასება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვების უპირატესობა გაცილებით მეტია, ვიდრე მავნე მიკროპლასტმასების არსებობით გამოწვეული უარყოფითი მხარეები. ასეთმა კვლევებმა არ უნდა შეამციროს ბავშვების ძუძუთი კვება, არამედ უნდა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად პოლიტიკოსებმა დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული კანონები უნდა მიიღონ“

სალომე გორგოძე

მომდევნო კვირის ბოლოს სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად სრულდება. მოსწავლეებმა წლიური შეფასებები უნდა მიიღონ. რამდენიმე კვირის წინ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა წარმოადგინა გეგმა - რა მეთოდით შეძლებენ სკოლები მოსწავლეების შეფასებას.

თორნიკე შარაშენიძე

ახსოვს რა კარგად საბჭოთა კავშირის დაშლის ამბავი, პუტინი მეტად მძიმედ რეაგირებს რეჟიმის შერყევის ყველა შესაძლო ნიშანზე. ნავალნის მოწამვლა დროში ძალიან დაემთხვა ბელორუსიაში საპროტესტო გამოსვლებს და ასევე თავად რუსეთში, კონკრეტულად კი ხაბაროვსკში, უჩვეულო მასშტაბის დემონსტრაციებს.

ქრისტინე მუჯირი

რაც უფრო ვუახლოვდებოდი სოფელს, მით უფრო ეცემა ტემპერატურა. ჯავახეთის ყვითელი და  გამხმარი ველები ნელ-ნელა თეთრი, ყინულით დაფარული ხდება. ფარავნის ტბასაც ვხედავ -  ამჯერად ის ველებში გაჭიმული უზარმაზარი ყინულის მასაა.

ზურა ვარდიაშვილი

პარტიების მიზანი, პირველ რიგში, არჩევნებში გამარჯვებაა. ამისთვის შესაძლოა მათ დროებით შეცვალონ თავიანთი პლატფორმა, ირხეოდნენ მემარჯვენე და მემარცხენე შეხედულებებს შორის, ელაპარაკებოდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა მათ ღირებულებებთან შეუთავსებელი ან მათი მომხრეებისთვის მიუღებელნი იყვნენ