ყველა

პუბლიკა

რა უნდა ქნას ასეთ ვითარებაში მეორე მეუღლემ?  - მას აქვს  ორი სამართლებრივი შესაძლებლობა: ამტკიცოს, რომ დადებულია მოჩვენებითი ხელშეკრულება ან მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული შემოსავალი. კვლევაში ხაზგასმულია, რომ სინამდვილეში არცერთი ეს გზა არ წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის ადეკვატურ საშუალებას . მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზების არაეფექტიანობის გამო, მეორე მეუღლე, ბევრ შემთხვევაში, საკუთარი წილის გარეშე რჩება.’’

ლიკა ზაკაშვილი

კვლევის მიგნებების ჩამონათვალი ვრცელია. ძირითად ნაწილში საუბარი იყო დისტანციური სწავლების დანერგვის ნაწილში გამოცდილების არქონის გამო გამოწვეულ სირთულეებზე. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რესპონდენტების თქმით, ინტერნეტზე წვდომა იყო.

ზურა ვარდიაშვილი

როცა საქმე სიმთვრალეში მართვის გამო პატიმრობას ეხება, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ასევე ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზანს მისაღწევად აღსრულების ნაწილიც უნდა გამკაცრდეს, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სიმთვრალეზე ადრე თუ გვიან შეამოწმებენ, ამჟამინდელი აღსრულების მექანიზმი სუსტია და მძღოლები გარისკვას არ უშინდებიან.

მთავარია იყოს სურვილი, ხარისხიანი სასმელის არჩევის ხალისი და კორონავირუსის დროსაც კი შეიძლება ადამიანმა მაგალითად ღვინოში რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოს. ღვინო კი როგორც იცით სწორედ დიდი აღმოჩენების წყაროა!

გიორგი ლობჟანიძე

თარგმანში იმდენი რამეა აღსანიშნავი, რომ ვშიშობ, ყველაფერს ნამდვილად ვერ ავუვალ. უბრალოდ, რამდენიმე წიგნს დავასახელებ, რომელთა წაკითხვა წელს მოვასწარი და რომლებიც სხვებსაც თამამად შემიძლია ვურჩიო წასაკითხად.

დავით ბუხრიკიძე

რეზო გაბრიაძე ყოველგვარი პათეტიკის გარეშე საუბრობს თითქმის ყველაფერზე: სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონანიებაზე, პატიებაზე, სევდაზე, მიუწვდომელ თუ მიუღწეველ ოცნებებზე… ამ ყველაფრის გარეშე ხომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს. და კიდევ, გაგვიმხელს, რამდენი სიღრმე და შეუმჩნეველი სილამაზეა ცხოვრებისეულ წვრილმანებში; პროზაში, რომელსაც ყოველდღიურად გადავაბიჯებთ და რომლის პოეზიასაც ვერასდროს ვამჩნევთ!

ეკა ელოშვილი

დასრულდა. უზბეკეთის დედაქალაქში ტატამი აშალეს და ახლა ყველა სტატისტიკას უკირკიტებს. სამწუხაროდ, 2017 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.

ამჟამად ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უშუალოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მისთვის საგანგებოდ დათმობილ, ზოგჯერ კი უსასყიდლოდ გადაცემულ კათოლიკურ და პროტესტანტულ ტაძრებში იკრიბება და მსახურობს. საქართველოს საპატრიარქოს, ისე როგორც თითქმის ყველა მართლმადიდებელ ავტოკეფალიას, დაარსებული აქვს ეპარქიები და სამრევლოები იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში.

ქრისტინე მუჯირი

რამდენიმე თვეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გელათის კომპლექსი არასწორად წარმართული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების გამო, რამაც სახურავის დაზიანება გამოიწვია, დასველდა კედლები და საფრთხე შეექმნა და დაზიანდა კედლის მხატვრობაც. მომხდართან დაკავშირებით განცხადებებს პერიოდულად ავრცელებდა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიას აკისრებდნენ.

სალომე გორგოძე

„კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ როცა სახელმწიფო ვერ ელევა ინსტრუმენტს - აკონტროლოს შინაარსი, სახელმძღვანელოების ბაზარი, მიწოდება და ა.შ., შემდეგ ის ხდება პასუხისმგებელი ყველაფერზე. არ შეიძლება ბიუროკრატი პასუხისმგებელი იყოს იმაზე, თუ რას წერს ისტორიკოსი. მასწავლებელი თვითონ უნდა წყვეტდეს, როგორი ინტერპრეტაციით შეიტანს ამას კლასში. გარკვეული საზოგადოების მოთხოვნა, რომ ეს ყველაფერი დარეგულირდეს სწორი და ჭეშმარიტი ისტორიის წიგნებში ჩაწერით, ეს არის სწორედ საბჭოთა კავშირი. მეტი კითხვის დასმა არის საჭირო, იმისთვის, რომ ისე არ გამოვიდეს, დემოკრატიის სახელით დავაბრუნოთ ანტიდემოკრატიული სისტემის მუშაობა“.

პუბლიკა

მენტრალური ჯანმრთელობა და ადიქციები - ეს ის თემებია, რომლებზეც ვისაუბრებ ჩემს პოდკასტებში. მათზე საუბარი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში, როგორც სოციალური მუშაკი საკმაოდ ხშირად ვაწყდები ამ პრობლემებსა და ქვეყანაში სათანადო სერვისების არარსებობის პრობლემას; და მეორე, მე თავად მაწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ადიქციასთანაც არაერთხელ მქონია პირადი ბრძოლა.

გიორგი ლობჟანიძე

ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულის ყველა გვერდზე შეგხვდებათ ასეთი ლექსები - თითქოს ბალახში გაბნეული მარგალიტები. უცებ შეიძლება, ვერც დაინახოთ: საამისოდ ბალახის გადაწევა მოგიწევთ.