ყველა

პუბლიკა

14 წლის წინ ფოთიდან დედაქალაქში დაჯილდოებაზე ჩამოსული, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი წონაში კლება, პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება, მადის მომატება. დიაგნოზი - შაქრიანი დიაბეტი.

პუბლიკა

სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ენდომეტრიოზისგან განკურნება შეუძლებელია, სანამ მეცნიერები არ იპოვიან პასუხს, თუ რა იწვევს ამ დაავადებას (ჯერჯერობით მხოლოდ თეორიებია), თუმცა არსებობს ამ დაავადების მართვის გზები და მათი ცოდნა ყველა ქალის უფლებაა

ნათია ამირანაშვილი

„არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი კლავს“, „უთხარი უარი ნარკოტიკს“, „სიცოცხლეს ნუ გაცვლი“ – გიფიქრიათ, სკოლის კედლებზე გამოკრულ ამ ერთი შეხედვით უწყინარ, კეთილი მიზნების მქონე მოწოდებებს მოაქვს თუ არა შედეგი? რას ფიქრობთ, რამდენად საკმარისია სასკოლო ძალისხმევა და საერთოდ, რას ნიშნავს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა?

ესპანეთში კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება. სულ უფრო იმატებს სიკვდილიანობაც. დღეს ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით ჩინეთსაც გადაასწრო და ახლა მხოლოდ იტალიას ჩამორჩება. ინფიცირებულთა რაოდენობით კი მეოთხეა მსოფლიოში – ჩინეთის, იტალიისა და აშშ-ის შემდეგ. 47 000-ზე მეტი შემთხვევა და 3434 გარდაცვლილი, 25 მარტის მონაცემებით – ქვეყანას კორონავირუსთან გამკლავება უჭირს. როგორ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი ესპანეთში და რატომ უჭირს ქვეყანას მასთან ბრძოლა?

კორონავირუსის პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა თითქმის ყველა პროფესიის, ასაკის თუ სოციალური ჯგუფის ადამიანი დააზარალა. მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც, რომელთა ცხოვრებაც პანდემიამ რამდენიმე მიმართულებით გაართულა – დისტანციური სწავლება, გადასახადები, ზოგიერთი მათგანისთვის – ქირაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სტუდენტები, რომლებიც თავიანთი ხელფასით ირჩენდნენ თავს და იხდიდნენ სწავლის საფასურს. ასეთი სტუდენტია ირაკლი, რომელიც „პუბლიკასთან“ თავისი გამოცდილების შესახებ საუბრობს.

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა ინფორმირებული იყოს თუ რამდენად მოწყვლადია ქართული ბიზნესი რუსული გავლენების მიმართ. აღნიშნული აქტორები, განსაკუთრებით კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველო ევროატლანტიკურ და ევროპულ მომავალს.

თინათინ მოსიაშვილი

მოკლედ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ სიტყვების „ტურიზმის“ და „გიდის“ მნიშვნელობა ეცოდინებოდათ, ჩვენი როსტომი თბილისში მრავალმხრივ ტურისტულ საქმიანობას ეწეოდა. უფრო ძველი თბილისელი გიდის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ გვაქვს, თუმცა ალბათ ჯერჯერობით...

ეს საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, რაც ახლა ხდება, თაობათა განმავლობაში ხდებოდა წარსულში. ჩვენი კვლევის მთავარი მიგნების თანახმად, თუ არ მივაღწევთ ვაქცინაციის მაღალ პროცენტს, პანდემია მრავალი თაობის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.

პუბლიკა

ამ პოდკასტში ავტოსტოპერი ქალების ისტორიებსა და გამოცდილებაზე მოგიყვებით, რათა პერსონალურ დაკვირვებებსა და მაგალითებზე დაყრდნობით შევძლოთ დავინახოთ ის სიკეთეები თუ სიძნელეები, რაც გზაზე მდგომ ქალს ხვდება. პოდკასტი ეყრდნობა სამი ქალის ავტოსტოპით მარტო მოგზაურობის ისტორიებსა და გამოცდილებებს. 

პუბლიკა

სესხის სხვა მნიშვნელოვანი პირობების სანახავად ხელშეკრულება პენსიონერს ამისამართებს „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონულ პორტალზე, თუმცა პენსიონერების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ელექტრონულად ხელშეკრულების მოძიების შესაძლებლობა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ხელშეკრულების ასეთი ხელოვნურად გაყოფის მიზანი ის არის, რომ პენსიონერმა არ იცოდეს, რა პირობებით აქვს სესხი აღებული.

ქრისტინე მუჯირი

„უფრო გვშია, ვიდრე გვტკივა“ - ასე ასრულებს ჩვენს საუბარს სამირა ბაირამოვა. ჩვენ აზერბაიჯანულ თემში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და უფლებების შესახებ ვსაუბრობდით. მისი აზრით, ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბარი სიღარიბიდან უნდა იწყებოდეს.