ყველა

დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ და ჰყვებიან, რატომ არის უსაფუძვლო მტკიცებულება პროკურატურის მიერ წარმოდგენილი რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც მათ ედავებიან.

პუბლიკა

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, პროექტის გზშ-ის დოკუმენტი არ მოიცავს მთელი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენა სავალდებულოა გარემოსადცვითი შეფასების კოდექსისა და პროექტზე გაცემული სკოპინგის დასკვნის თანახმად

პუბლიკა

6 სექტემბერს კომპანია „სილქნეტის“ ტექნიკურ ქოლცენტრში დასაქმებულმა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობას ელექტრონული ფოსტით წერილი გაუგზავნა, სადაც სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 30%-ით გაზრდას მოითხოვდა. დასაქმებულები წერილში მიუთითებდნენ, რომ მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, 14 სექტემბერს, 5 საათიდან გაფიცვას გეგმავდნენ.

სალომე გორგოძე

„აქ საუბარი ხომ არ არის დირექტორად დანიშვნაზე“,- ამბობს გიორგი ჭაუჭიძე და განმარტავს, რომ აქ საუბარია სამეურვეო საბჭოებისთვის მრავალფეროვანი, კონკურენტული არჩევანის შესაძლებლობაზე, რათა წარდგენილი კანდიდატებიდან აარჩიოს საუკეთესო, მისი შეფასებით კი მიღებული გადაწყვეტილებით „კანდიდატად წარდგენაზეც თქვეს უარი, თქვეს, რომ არ შეიძლება ეს კაცი წარუდგეს სამეურვეო საბჭოსო, დარწმუნებული ვარ, დიდი ალბათობით არც ამირჩევდნენ და ასე რატომ მოქცნენ მართალა მაინტერესებს, კანდიდატად წარდგენას წინ რაღა ედგა? სამეურვეო საბჭოსთვის ჩემი პრეზენტაცია რამეს დააშავებდა?“

ზურა ვარდიაშვილი

თქვენ სრული უფლება გაქვთ მიმითითოთ წარუმატებლობაზე, ამ თვალსაზრისით, თუმცა პარტიული ცხოვრების წარუმატებლობა ზოგადად ქვეყანაში უფრო დიდ დროს ითვლის. და ამასთან წარუმატებლობა აქამდე არ ნიშნავს იმას, რომ არ ვეცადოთ წარმატების მიღწევას მომავალში.

პუბლიკა

არჩევნებიდან სულ რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია არ აპირებს საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცეს. ყოველწლიური გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ სანამ ქვეყანა არსებულ კურსს არ შეცვლის, ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს.

თათია ხალიანი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც.

პუბლიკა

საქართველოს სხვადასხვა დროს ბევრი უცხოელი, მათ შორის, ნობელიანტი მწერალი სტუმრობდა. ზოგიერთმა მათგანმა ნაწარმოებებიც მიუძღვნა ამ მოგზაურობას. ზოგიერთი კი მეორედაც დაბრუნდა საქართველოში. „პუბლიკა“ გთავაზობთ ინფორმაციას უცხოელი მწერლების საქართველოში მოგზაურობისა და მათი შთაბეჭდილებების შესახებ.

ნათია ამირანაშვილი

რა გზით შეძლო ძებნილმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება – ესაა საკითხი, რის შესახებაც საზოგადოებასთან ამ ეტაპზე თავად არც სააკაშვილი საუბრობს, არც საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაია და არც საგამოძიებო უწყებები

ირა ბერიძე

ფილმში ბევრს იგინებიან. აგინებენ ერთმანეთს, ბედს, ცხოვრებას. უსმენ გინებას და აქტუალური დისკუსიები გახსენდება ქართულ ენასა და მის ფუნქციებზე. იმაზე, რომ ენა გაიცვითა, დადნა, სიღარიბესთან და უსამართლო სისტემასთან დამარცხდა. დამარცხდა დაგროვილ ბრაზთანაც, რომელიც მისი საშუალებით ვერბალურად ვეღარ არტიკულირდება და უფრო სასოწარკვეთილ ხავილს ემსგავსება.

ფასიანი განთავსება

ენტეროლი ყველაზე ხშირად დანიშნვადი ანტიდიარეული პრეპარატია, რომელიც გამოდის კაფსულების და ფხვნილის სახით და ინიშნება შემდეგი მდგომარეობისას:

ბექა კობახიძე

რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს პოლიტიკის შემუშავებაზე საუბრისას, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს იმის გააზრება, თუ რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ და რა შემთხვევებში აამოქმედებს მათ პუტინი. საფრთხეებზე საუბრისას ქართული ოცნება უბრალოდ იტყუება, როდესაც არარსებულ დასავლურ კონსპირაციას, ომში ჩართვის თაობაზე გლობალურ შეთქმულებასა და ბირთვული ომის შიშებს ახვევს თავზე მოსახლეობას.