დავით ბუხრიკიძე

მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.

დავით ბუხრიკიძე

ახალგაზრდა მსახიობს, ლევან გელბახიანს (მთავარი როლი ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“) დიდი შანსი აქვს ახალ წარმატებას მიაღწიოს, ის უკვე დაასახელეს ახალგაზრდა მსახიობთა ათეულის („ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“) ფავორიტად და სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ.

დავით ბუხრიკიძე

სხვათა შორის, სოფი ლორენმა კარიერაში პირველი „ოსკარი“ 1961 წელს მიიღო, რეჟისორ ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" შესრულებული როლისთვის, რომელიც სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროის იტალიაზე მოგვითხრობს.

ნიკოლას გელოვანი

ელიზაბეთ-კლოდ ჟაკე დე ლა გერს უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს მუსიკის ისტორიაში. ბაროკოს ეპოქის მარგალიტი შეარქვეს, საუკუნის სასწაული, მუსიკალური საოცრება, სწორუპოვარი გენია უწოდეს და კლავესინის უებრო ოსტატად შერაცხეს, თუმცა, ანრი ჯოხაძეს არასოდეს უნახავს ეს შეფასებები, არც კი სმენია ელიზაბეთის გენიისა და სიდიადის შესახებ და ამიტომაც, ბუნებრივია, კომპოზიტორი ქალი ვერ ეღირსა აღიარებას მისგან.

ქრისტინე მუჯირი

Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში მყოფი ძეგლების სიას. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლები, მათ შორის საქართველოდან. ესენია - ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა და დავით - გარეჯის სამონასტრო კომპელექსი.

დავით ბუხრიკიძე

თუ როგორ მოახერხებენ რეგიონული თეატრები უკვე ჩავლილი ბრწყინვალების შემდეგ მოახლოებული სიღატაკისა და პანდემიის პირისპირ არსებობას, უკვე მათ შემოქმედებით აქტივობასა და კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

დავით ბუხრიკიძე

ციფრული თეატრი - ესაა თეატრი დღეს. ამ მოცემულობაში, ამ რეალობაში და სწორედ ახლა. თეატრმა თითქოს თავი დააღწია შენობებს, გაწერილ განრიგს, რეპერტუარს, საგასტროლო პოლიტიკას, სააბონიმენტო სისტემას და მისამართს. ის უმისამართოა, ის ჰაერშია და რადიოტალღების მეშვეობით სადაც ინტერნეტი გადაიცემა, მოვა სახლში.

დავით ბუხრიკიძე

„ის ყოველთვის იყენებს ნათელ ფერებსა და საოცარ მოცულობებს“ - აღნიშნავს კირკ ჰენესტროსა, სინგაპურში ლასალის ხელოვნების კოლეჯის მოდის სკოლის ხელმძღვანელი - „ფიქრობ, რომ იგი უსწრებდა დროს და იყო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, ვინც  გაბედულ ექსპერიმენტებს ანხორცილენდა ასექსუალური მოდის იდეების დამკვიდრებაში... და რაც მთავარია, არასდროს ეთანხმებოდა ქალისა და მამაკაცის მოდის სტერეოტიპებს“.

ნიკოლას გელოვანი

აი, ასეთი გზა განვლო ფლორენციული მონასტრიდან დიდების მწვერვალამდე ამ ვირტუოზმა, რომელიც 1588 წელს გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში, მაგრამ მარადიულ სიცოცხლეს ეზიარა დანატოვარი ულევი საუნჯის წყალობით.

დავით ბუხრიკიძე

ჯუზეპე ვერდი რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე პოპულარული და „შინაური“ კომპოზიტორია, 17 ივლისს გამართულმა საოპერო გალამაც დაადასტურა. პანდემიის გამო, წელიწადნახევრიანი ჩაკეტილობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუბლიკამ სცენაზე საოპერო დასის სრული და მრავალფეროვანი შემადგენლობა იხილა.

დავით ბუხრიკიძე

დიდი ხნის განმავლობაში ის კრემლთან დაახლოებული პერსონაა; „კრემლის საოპერო დესანტი დასავლეთში“ (როგორც ერთ-ერთმა კრიტიკოსმა დაწერა), რომელიც მეუღლესთან ერთად, არასოდეს უარყოფდა ახლო კავშირებს ვლადიმერ პუტინთან.

ქრისტინე მუჯირი

თბილისში, თაბორის მთაზე, ლანდშაფტის დაცვის ზონაში თბილისის მერიის მიერ ეკონომიკის სამინისტროსთვის განაშენიანების მიზნით გადაცემულია 2 მილიონი კვ.მ. მიწა, რომელზეც ინტერესს გამოხატავს „კრწანისი როიალ რეზედენსი“; „საქანელას“ პროექტი, ალავერდი და ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენები - ამ საკითხებზე 19 აპრილს „ღია საზოგადოების ფონდში“ გამართული დისკუსიის ფარგლებში ისაუბრეს.