კულტურა
როგორც თოფურია ამბობს, სამსახურიდან წასულ თანამშრომლებსა და მუზეუმის ხელმძღვანელობას ბევრ საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული აზრი, თუმცა მუზეუმიდან წასვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთი თანამშრომლის სამსხურიდან დათხოვნის გამო მიიღეს. ის ამბობს, რომ ეს საკითხი სცდებოდა სამსახურებრივ – საქმიან საკითხს და მორალურ, ეთიკურ ჭრილში გადადიოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ „ნელი კინო“ უფრო ფართო მოძრაობის, ფაქტობრივად, სუბკულტურის ნაწილია, რომელსაც “ნელ მოძრაობას” უწოდებენ. ეს უკანასკნელი უპირისპირდება თანამედროვე ავტომატიზებული და მექანიზებული სამყაროს აჩქარებულ რიტმს, რომელიც აისახება ცხოვრების წესსა თუ ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში და სადაც ხარისხს განსაზღვრავს არა ის, თუ „რამდენად კარგად“, არამედ ის, თუ „რამდენად სწრაფად“.
დომინგოსთან დაკავშირებით იხსენებენ ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე დაწყებულ სკანდალს, როდესაც ოცზე მეტმა ქალმა საჯაროდ განაცხადა სექსუალური შევიწროების შესახებ.
თეატრებში ჩუმ-ჩუმად, ინტრიგებით, ნეპოტიზმით, არაგამჭვირვალედ და დისკრიმინაციულად ნიშნავენ ხალხს. გაინაწილებენ ტერიტორიებს კრიმინალებივით და მერე კიდევ პირი ექნებათ კრიმინალებივით შეკრული. დანარჩენები ამ ბუნდოვანი გადაწყვეტილებების ანაბარა უნდა ვიყოთ მიტოვებულები.
სატელევიზიო დრამაში განაკუთრებული თითქმის არაფერია: ძირითადად, მსხვილი პლანებით, წმინდა სატელევიზიო გამოსახულებითა და მხატვრული დეტალებით გამოირჩევა. გარკვეული პერფექციონიზმითაა აღბეჭდილი მხატვრობა და კოსტიუმებიც (ვერონიკა ალბერტი), ხოლო კარგად გაწვრთნილი თეატრალური მსახიობების თვინიერი თუ ზომიერი თამაში, არც ხელს გიშლით და არც განსაკუთრებული მიღწევებით გამახსოვრდებათ.
ის, რომ თაბორის „გოლდბერგის ვარიაციებში“ თეატრის შექმნა ასევე შემოქმედებით აქტად გვევლინება, აახლოებს ამ მასალას ჩვენს დროსთან. ეს კი ძალიან ახლოსაა იმასთან, რისი მიღწევაც თავაძეს ყოველთვის სურს - იმ ენისა და ფორმების პოვნა, რაც ერთი შეხედვით გამოუთქმელად და წარმოუდგენლად გამოიყურება... მითუმეტეს ახლა, წარმოუდგენლად ექსტრემალურ პირობებსა და დროში.
„პემზა ბლოკის გამოყენება გულისხმობს ძეგლის დაზიანებასა და განადგურებას, ძველი ფენები განადგურდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რა დოზით გამოიყენეს რკინა-ბეტონი. ბეტონი რაღაცას ხომ უნდა ეყრდნობოდეს?.
ასე ავლებს პარალელს ტაიკა უაიტიტი საკუთრ ბავშვობასთან და ამავდროულად ესაუბრება ყველა იმ ბავშვს, რომლისთვისაც ისტორიის ნაცისტური იდეოლოგიით სავსე ფურცელი ტაბუდადებულ და აუხსნელ თემას წარმოადგენს.
რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა „მოჩვენებები“ თავისუფალი თეატრის სცენაზე დადგა.
როგორც ირკვევა, კობა ხუბუნაი კირთაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ რეორგანიზაციის პროცესში იგეგმებოდა მისი პოზიციის, რომელიც შტატგარეშე პოზიცია იყო, შტატში გადატანა და ახალი საშტატო ერთეულის შექმნა, ახალშექმნილ საშტატო პოზიციაზე კი გამოცხადდებოდა ღია კონკურსი, რომელშიც მასაც შეეძლებოდა მონაწილეობა.
დაახლოებით, 1831 წელს, სიდალებს ისე ძლიერ გაუმწვავდათ ფინანსური კრიზისი, ოჯახი იძულებული შეიქნა, საცხოვრებლად გადასულიყო დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, თემზის სამხრეთ სანაპიროზე გადაშლილ საუთვარქის რაიონში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ იყო ჰატონ-გარდენივით თვალწარმტაცი.
მორიკონეზე, როგორც კომერციული კინომუსიკის ავტორზე საუბარი, გამართლებულია, თუმცა საკამათოც. მისი მუსიკა, მასკულტურის აშკარა განაცხადია და ამავე დროს, კლასიკური შრეებსაც მოიცავს (მაგალითად, კრიტიკოსები წერდნენ შუმანის, შოპენის და რახმანინოვის გავლენაზე). თუმცა ეს სულაც არ ამცირებს რომის კონსერვატორიის კურსდამთავრებული კომპოზიტორის აზროვნებასა და მასშტაბს. პირიქით, კლასიკური და მასკულტურის მუსიკალური კავშირი მორიკონეს უნიკალურ და უნივერსალურ ნიჭს ადასტურებს.