დავით ბუხრიკიძე

ჯუზეპე ვერდი რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ყველაზე პოპულარული და „შინაური“ კომპოზიტორია, 17 ივლისს გამართულმა საოპერო გალამაც დაადასტურა. პანდემიის გამო, წელიწადნახევრიანი ჩაკეტილობის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პუბლიკამ სცენაზე საოპერო დასის სრული და მრავალფეროვანი შემადგენლობა იხილა.

დავით ბუხრიკიძე

ეს დემნა გვასალიას ჩვეული, დამაბნეველი და მოხდენილი ტექსტია, რითაც ის კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ მოწყობილ პირველ Haute Couture ჩვენებას ეხმიანება. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან.

დავით ბუხრიკიძე

მოლიერის ბოლო პიესა სახელწოდებით „ეჭვით ავადმყოფი“, რომელიც რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა დადგა, კარგი მაგალითია, რომ ექსტრემალური სიტუაცია ზოგჯერ უკეთ აფხიზლებს, ვიდრე ნაყოფიერი შემოქმედებითი სიმშვიდე. ასე რომ,  სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორმა „ავადმყოფობის სიმულაცია“ უწოდა, რეალურობის შეგრძნებას სიმულაკრის დახმარებით ქმნის.

დავით ბუხრიკიძე

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე კარდიფის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ: ცნობილი ფინელი სოპრანო კარიტა მატილა (1983), სახელოვანი რუსი ბარიტონი დიმიტრი ხვოროსტოვსკი (1989), შვედი სოპრანო კატერინა კარნეუსი (1995), გერმანელი სოპრანო ანია ჰარტეროსი (1999).

ანა მესხიშვილი

გასული საუკუნის საფრანგეთის 50-60-იანი წლები საინტერესოა როგორც კინოს, ასევე მოდის მოყვარულთათვის. ამ პერიოდში განიცდის აყვავებასა და ერთგვარ აღორძინებას ორივე ინდუსტრია. 50-60-იანების ფრანგული მოდა სოციალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, ისევე როგორც კინო.

დავით ბუხრიკიძე

გაბრიაძემ შექმნა მაყურებლის საოცარი სიყვარულით გამთბარი და მსოფლიოში აღიარებული თოჯინების თეატრი, რომლის გარეშეც დღეს  თბილისის წარმოდგენა შეუძლებელია... მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თავს მხატვრად და მოქანდაკედ მიიჩნევდა. როგორც გაბრიაძემ აღნიშნა: „მხატვრობა ჩემი მთავარი პორტია და მე ის სულ მენატრება, განსაკუთრებით როდესაც ზღვაში ვცურავ“...

ნიკოლას გელოვანი

პოლი სწორედ ამიტომ სჯის სტელას - თავს დაესხმება დაკითხვისას და დაუნდობლად სცემს. გიბსონი ძლიერ ჰგავს მისგან დახოცილ ქალებს: ისიც კარიერისტი, ამბიციური ქალია, არ ჰყავს ქმარ-შვილი და პროფესიულ ცხოვრებას უთმობს მთელ დროს. სპექტორს გული სწყდება, რომ ვერ მოახერხა მისი მოკვლა.

დავით ბუხრიკიძე

რადიოსპექტაკლი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ეთერში. ცნობილია, რომ დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი სხდომის დამთავრებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე მიიღო. სიმბოლურია, რომ რადიოსპექტაკლ „პირველი აქტის“ პრემიერაც თიბისის ფეისბუკ-პლატფორმაზე სწორედ 26 მაისს, 17 საათა და 10 წუთზე დაიწყო...

დავით ბუხრიკიძე

დოკუმენტური ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზეც გაიმართა. პანდემიის გამო კი მხოლოდ ონლაინ ჩვენება მოეწყო და ისიც ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. ამჯერად, ფილმს „დიდება დედოფალს“ მაყურებელი 4 ივნისიდან, კინოთეატრ „ამირანში“ ნახავს.

პუბლიკა

2021 წლის მაისის დასაწყისში, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, ნახევარწლიანი ლოდინის შემდეგ, ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისი ფესტივალი გაიხსნა, დევიზით „დატოვე შენი ნაკვალევი“, და თუ კინემატოგრაფისტების თავმოყრა არ მოხერხდა (რეალობიდან გამომდინარე), კინოთეატრ „საქართველოში“, შეიძლება ითქვას,  მსოფლიო კინომ მოიყარა თავი

დავით ბუხრიკიძე

„პავილიონში“ ძალიან ეფექტურადაა გმოყენებული ინდოელი კინემატოგრაფისტების ვიზიტის ამსახველი კადრები, ხანაც საბჭოთა ეკოლოგიურ-პროპაგანდისტული ეპიზოდები - თუ როგორ ამწვანებენ კინოსტუდიის ეზოს კინოსტუდიის თანამშრომლები.

რეკლამა

„ქოლგა თბილისი ფოტო", ასევე, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო კუთხითაც, რაც გულისხმობს ხელოვნების ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის ახალი შესაძლებლობების და ცოდნის გაზიარებას და სწორედ ამ მიმართულებით 2021-შიც რამდენიმე ვორქშოფსა და Artist Talk-ს ატარებს, სადაც მონაწილეობის მიღება ყველასთვის უფასოა.