საქართველო აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებისას ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა საქართველო ამა თუ იმ ფორმით ყარაბაღის კონფლიქტში რომელიმე მხარეს ირიბად მაინც უჭერდა მხარს. რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ ბრალდებაზე და რა საფრთხეს შეიცავს ყარაბაღთან დაკავშირებული დეზინფორმაცია საქართველოსთვის?

ეკა მაღალდაძე

მიუხედავად თურქეთის ურყევი პოზიციისა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამ დრომდე ეს მხარდაჭერა ძირითადად პოლიტიკურ და დიპლომატიურ ფარგლებში რჩებოდა. ახლა კი თურქეთი არა თუ არ მოუწოდებს მხარეებს ცეცხლი შეწყვიტონ, არამედ სამშვიდობო მოლაპარაკებების - მინსკის ჯგუფის წევრებსაც კი აკრიტკებს ამგვარი მოწოდებებისთვის და ამბობს, რომ მზადაა კონფლიქტში სამხედრო კუთხითაც ჩაერიოს, თუკი „სომხების მიერ ყარაბაღის ოკუპაცია არ დასრულდება“.

ბექა კობახიძე

რუსეთი ჯერჯერობით ნაადრევად თვლის ჩარევას. სომხეთში ფაშინიანი ისევ პოპულარულია, ერი მის გარშემოა გაერთიანებული. სტეპანაკერტისადმი მიმართული საფრთხე კიდევ უფრო საშიში და რეალური უნდა გახდეს, აზერბაიჯანმა უნდა დაიკავოს რამდენიმე რაიონი, რომ ბაქოც დაკმაყოფილდეს და ფაშინიანის ხელისუფლებასაც დაუსვას საკუთარმა ხალხმა წარუმატებლობის გამო კითხვები.

თორნიკე შარაშენიძე

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებათა ყოველი განახლება ჩვენს ქვეყანაში სამართლიან შეშფოთებასა და შიშს იწვევს ხოლმე. ბოლოდროინდელი დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დღეში დასრულდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითი პაუზა იქნება. ყარაბაღის პრობლემა არსად წავა და რეგიონს,  საქართველოს ჩათვლით, მასთან ერთად კიდევ დიდხანს მოუწევს ცხოვრება.

თათია ხალიანი

ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. უშუალოდ მთიან ყარაბაღში კი სამხედრო დაპირისპირება ბოლოს 2016 წელს მოხდა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა.

გიორგი უხურგუნაშვილი

„ყველაფერი, რაც ომის შესახებ ვიცით, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინეთ. ომის შესახებ „მამაკაცური“ წარმოდგენებისა და „მამაკაცური“ შეგრძნებების ტყვეობაში ვიმყოფებით. „მამაკაცური“ სიტყვებისაც. ქალები კი დუმან“ - ესაა ნაწყვეტი წიგნიდან  „ომს არ აქვს ქალის სახე“, რომლის ავტორია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ბელარუსი დისიდენტი მწერალი და ჟურნალისტი სვეტლანა ალექსიევიჩი.

პუბლიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს – თოვუზის რაიონსა და სომხურ მხარეს – ტავუშის რაიონში დაიწყო. სწორედ ტავუშის რაიონის ქალაქ ბერდიში იყო ოჯახთან ერთად თამთა თათარაშვილი, როდესაც კონფლიქტი დაიწყო. თამთა გენდერის მკვლევარია და ოჯახთან ერთად სომხეთში 2019 წლიდან ცხოვრობს. მან ქალაქი გუშინ დატოვა და ამჟამად ერევანშია.