აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში შეხვედრაზე თანხმობა განაცხადეს. დაპირისპირებული მხარეები რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გუშინ მიიწვია.

„ერევანმა და ბაქომ დაადასტურეს მოსკოვში კონსულტაციებში მონაწილეობის შესახებ. შეხვედრისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს“, – უთხრა რუსულ გამოცემა „ტასს“ მარია ზახაროვამ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მედიაციით შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღში დაიწყო. მას შემდეგ რეგიონშოი საომარი მოქმედებები არ შეწყვეტილა. ჯერჯერობით არ ვრცელდება დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ორივე მხარეს ასობით სამხედრო და ათობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ბრძოლაში ჩართულია არტილერია, ჯავშანტექნიკა და უპილოტო საფრენი აპარატები. 12 დღიანი დაპირისპირებისას აზერბაიჯანმა ყარაბაღში თავისი პოზიციების მცირედით გაუმჯობესება შეძლო და გარკვეული დასახლებები თუ სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა. აქამდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები არ გამართულა.