აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, სომხეთმა ქალაქი განჯა დაბომბა

პუბლიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე „სომხეთის ტერიტორიიდან“ სარაკეტო იერიში მიიტანეს. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელმა არაგიკ ჰარუთიანმა განაცხადა, რომ სამიზნე გახდა ის სამხედრო ობიექტები, რომლებიც აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში მდებარეობს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანისთვის ცეცხლის გახსნა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან.

ხოლო სომხეთი აცხადებს, რომ დღეს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქი სტეფანაკერტი დაბომბა. სომხური მხარის მტკიცებით, ქალაქზე იერიში სამხედრო თვითმფრინავიდან მიიტანეს.