ბიბილოვის ბრძანებით, რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა

პუბლიკა

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროსამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.

„მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ – იქნება სარეფერენდუმო შეკითხვა.

ბიბილოვმა მარტში განაცხადა, რომ: „რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა მან.

LB loan image desktop LB loan image mobile