ბლოგი
„ამათ უეჭველად დაიჭერენ, ეს ამბები რო მორჩება...“, - გადმომილაპარაკა ჩემმა ირანელმა თანამშრომელმა, როცა კარანტინში მყოფი პაციენტების მეთვალყურე ირანელი ექიმების ცეკვის ვიდეოს ვუყურებდით, რომელიც იუთუბზე გავრცელდა და მოკლე ხანში დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
საქართველოში მონღოლთა ბატონობის დროს ორი პარალელური სოციალური რეალობა იყო. ერთ რეალობაში მოსახლეობა ორმაგ გადასახადებს იხდიდა, ცალკე საკუთარი სახელმწიფოს და ცალკე დამპყრობელი იმპერიის სასარგებლოდ, მეორე რეალობაში კი ეკლესია ორმაგი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა, როგორც მეფისგან, ასევე, ყაენისგან.
საჩუქრის გაცემისა და მიღების ტრადიციას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ზოგიერთი კვლევით ის ადამიანთა სამყარომდეც არსებობდა. ალბათ, არ მოიძებნება კულტურა, რომელიც ამ იდეას რაღაც ფორმით მაინც არ აღიარებს. ამ ტოტალობიდან მხოლოდ და მხოლოდ ის გამომდინარეობს, რომ ეს იდეა ჩვენთვის ორგანულია. სანამ ადამიანს აქვს მატერიალური მოთხოვნილება, რომელსაც, რა თქმა უნდა, მიწოდების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს, მანამდე იარსებებს საჩუქრის იდეაც, როგორც ცალსახად პოზიტიური აქტი.
2022 წლის 17 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეძღვნებოდა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს - ელენე ბაქრაძის (დარიანი) მოგონებების, წერილების, დღიურებისა და ლექსების კრებულს.
სიტყვა „კარანტინის“ ეტიმოლოგია ბიბლიურია. მისი წარმომავლობა მათეს სახარებაში აღწერილ ქრისტეს 40 დღიან და 40 ღამიან მარხვას უკავშირდება, რომელიც მან ე.წ. ცდუნების მთაზე - არაბულად Jabel Quruntul-ზე, იგივე კარანტინის მთაზე (Mount Quarantania) - განმარტოებაში გაატარა მას შემდეგ, რაც მდინარე იორდანიაში მოინათლა.
ადამიანის საკუთარ თავთან გაცნობის პირველი ეტაპი სკოლაში იწყება, სადაც ის იწყებს სწავლას და უყალიბდება იდენტობა, ადამიანი სწავლობს საკუთარი ქვეყნის წარსულს. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა - სკოლაში სულ სხვა რამ ვისწავლეთ, მერე კი სხვა გარემოში სხვა რეალობაში ყოფნა მოგვიწია.
სიძულვილი ნორმად იქცა. ადამიანებს სძულთ ადამიანები და ამასთან ერთად ვერ აუტანიათ გამოგონილი პერსონაჟები ეკრანიდან (მაგალითად, ბევრისთვის ცნობილი სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟი ნინა).
მინდა, რამდენიმე ეპიზოდი აღვწერო იმ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებიდან, რომელსაც არასდროს უოცნებია ცოლის შერთვაზე, შვილების დაზრდაზე, რომლის სექსუალობაც ქვეყნისთვის უდიდეს განსაცდელად გადაუქცევიათ. ეს ბიჭი მე ვარ. კაცობა ჩემთვის არასოდეს ყოფილა ჰაერივით მსუბუქი და გამჭვირვალე.
ის ნიშნავს გადმოწეულ საზღვრებს. ამ საზღვრების შეხსენებას. და პირველ რიგში საკუთარ თავში გადმოწეული საზღვრების შეხსენებას ნიშნავს – თავისუფლების საზარალოდ.
რა თქმა უნდა, ამ კრებულზე, მის თითოეულ კარედზე და თითოეული ლექსის გადმოთარგმნის პლასტებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი და წერა, მაგრამ ამჯერად ეს ვიმყოფინოთ.