ბლოგი
არსებობს ერთი თვალით უხილავი არსება, სახელად კორონა, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველგან შეიძლება იყოს, არ იცი, სად გადაეყრები, ვის აზის ცხვირზე, ან ხელზე, ან იქნებ შენს ფანქარზეც კია წამოსკუპებული.
უსახლკაროებისთვის უნდა გაიხსნას დაკეტილი ბინები და სახლები, ან მოეწყოს პირობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მათ შესასახლებლად. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში გაიხსნას სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები, რომლებიც საკვებით უზრუნველყოფენ მოქალაქეებს.
პირდაპირ მეოცე საუკუნის ოპერის ლაბირინთში გეპატიჟებით, რომელიც უფრო გონებრივ და ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მსოლოდ სიამოვნების მიღება და მუსიკალური რელაქსაციაა.
თუ ამ ჩანაწერს კითხულობთ ე.ი. სახლში ხართ გამოკეტილი და გულდამძიმებული გასცქერით დაცარიელებულ ქალაქს. შეიძლება სახლში დარჩენის ფუფუნება არც გაქვთ და დგახართ დახლს მიღმა, მგზავრობთ მეტროთი ან ავტობუსით და უცნობთა სუნთქვის მცირე ცვლილებებსაც კი აყურადებთ
სიკვდილის საფრთხესთან და ისედაც - თანაბრები ვართ - ღარიბი მეწაღეები და მდიდარი ფეხბურთელები. უცნობი მეწაღეები და ცნობილი ფეხბურთელები.
გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესიამოვნა ვიღაცა „ცხვრად“ რომ მთვლის, თან იმ წრიდან, ბოლომდე რომ ვერ გარკვეულა, ცხვარი რიტუალური საკვებია თუ უუფლებობის სიმბოლო. კაცმა რომ თქვას, არცერთი პერსპექტივა არ იწვევს აღფრთოვანებას. ეგეც არ იყოს, „მწყემსებისთვის“ სიტყვის შემბრუნებელი სხვა „ცხვრებისადმი“ სოლიდარობის გრძნობამაც თავისი ქნა და გადავწყვიტე მეც „ვიქილიკო“.
კორონავირუსის დროს კარანტინი ორ კვირას გრძელდება. შესაბამისად, მსუყე, მრავალგვერდიანი საკითხავი მოვიმარაგე (ძირითადად, ათასგვერდიანი წიგნებია), რომელიც იზოლირებულ ადამიანებს გამოადგებათ. სხვა შემთხვევაში ამხელა წიგნებისთვის დრო იშვიათად არის, ამიტომ ეს შესანიშნავი მომენტი, მგონი, არავინ უნდა გაუშვას ხელიდან. მაშ, ასე:
„სერგო გოთვერანი” გახსოვთ? 2009 წლის, ირაკლი ფანიაშვილის გადაღებული ფილმია (ოპერატორი: ნათელა გრიგალაშვილი) არ მიყვარს ეს სიები (ფილმები, რომელიც უნდა ნახო, სანამ სიბერე ძუ მგელივით მოგვიხტება და ა.შ), ქულები და დატოლება, მაგრამ თუ საქმე საქმეზე მიდგა, ჩემთვის XXI საუკუნის ნომერ პირველი ქართული ფილმი - „სერგო გოთვერანია“’.
„ამათ უეჭველად დაიჭერენ, ეს ამბები რო მორჩება...“, - გადმომილაპარაკა ჩემმა ირანელმა თანამშრომელმა, როცა კარანტინში მყოფი პაციენტების მეთვალყურე ირანელი ექიმების ცეკვის ვიდეოს ვუყურებდით, რომელიც იუთუბზე გავრცელდა და მოკლე ხანში დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
ამ ყველაფრის ფონზე რა სასაცილოდ გამოიყურება 3 მარტის მისალოცი ბარათები: „გილოცავთ დედის დღეს!“. როგორი მონდომებით ცდილობს ყველა, ქალები მხოლოდ რეპროდუქციულ ფუნქციას დაუქვემდებარონ და დანარჩენ ყველაფერზე თვალი დახუჭონ.
მე მილანში არ ვყოფილვარ და, რადგან მეგობრებთან ერთად ვიყავი, ძირითადად უცხო ადამიანებთანაც არ მიწევდა კონტაქტი. თბილისიდან გაციებული წავედი, ყელი ძალიან მტკიოდა, მაგრამ ვერ მოვითმინე იტალიური ნაყინი რომ არ მეჭამა და უარესად ავიტკიე.
ძალიან მალე გაისმა საბედისწერო სიტყვათა შეთანხმება: წითელი ინტელიგენცია, და დაიწყო კიდეც ამ „ავტორიტეტების“ ნგრევა. ახლა ეს ყველაფერი ბევრად მარტივი და ბევრად სასაცილოა, მაგრამ მაშინ თვალებგაფართოებული შევყურებდი, როგორი თავგანწირვითა და სიჯიუტით ცდილობდნენ ადამიანები „კუთვნილი“ ძალაუფლების და მონოპოლიების შენარჩუნებას.