ბლოგი
სასწრაფოდ შევხტით მანქანებში და მოვხიეთ. გზაში კი „ვადიმას ვაძილას“ მუტრუკი მძღოლის - აი, ხარკოველი ფერმერების ამბავი რომ მოგვიყვა, დაბომბვაშიც რომ არ იშლიდნენ კარტოფილის თესვას - დაფეთებული ბანით ნამღერი მოგვყვებოდა, რომელიც შემთხვევით კადრებშიც დარჩა...
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კი თურმე უფრო ხშირად სცემენ. 9%-ია განსხვავება. ანუ ბავშვებს ფუნქციური სირთულეებით, კიდევ უფრო სასტიკად უსწორდებიან შინ თუ გარეთ. მათ ხომ უფრო მეტად უჭირთ ჩვენს მოლოდინზე მორგება, ისინი ხომ განსხვავდებიან, ამიტომ უფრო დიდი აგრესიის სამიზნეები ხდებიან. ან არ ვიცი, შეიძლება უფროსები ჯავრს იყრიან მათზე თავიანთი უიღბლობის, სიღარიბისა თუ გაუცხოების გამო?
ბაიდენმა, საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა: - „ჩვენ ვიცავთ პრინციპს, რომლის მიხედვით სუვერენულ დემოკრატიებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და თავადვე აირჩიონ პარტნიორები და ალიანსები."
დღის ბოლოს დაუნდობლად დაბომბეს ჩვენი ზაპოროჟიე, სადაც 19 მაისს ვიყავით და კრივოი როგი... განუწყვეტლივ და ძალიან ინტენსიურად იბომბება ხარკოვი - სუმის დამაკავშირებელი ტრასა, რის შედეგადაც საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის ქვეშ მოჰყვა უკრაინული სამხედრო ტექნიკა და შეფერხდა მათი წინსვლა...
როგორც უკვე მოგახსენეთ ჩვენ სასტუმროში, უამრავი სხვადასხვა ბედისა და ხასიათის დევნილი ცხოვრობდა ზოგი ხალისით გვეკონტაქტებოდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ ამ დღეებში ყველაზე მეტ ყურადღებას ერთი მოხუცი ქალი იქცევდა, რომელიც დღიდან დღემდე, დილიდან საღამომდე, სულ ერთსა და იმავე ადგილას იჯდა ფეხმოუცვლელად და არა მარტო ჩვენ, საერთოდ არავის ელაპარაკებოდა.
ყოველთვის ძალიან მურტალი შეგრძნებაა ეგ, შენ რომ ბრუნდები და სხვა ვერა... ერთმანეთში უცნაურად შერეული - სიხარულის, რომ ისევ გადავრჩით და ახლობელბს ვნახავთ და ლამის სინდისის ქენჯნის - რომ ჩვენ გადავრჩით და სხვები ვერა და ისღა დაგვრჩენოდა, ერთმანეთი ცალყბად გვენუგეშებინა: - „ჩავთვალოთ, რომ ეს იყო „რაზვედკა ს ბოემ“ მეორედ უფრო მომზადებულები და უკეთესად ორგანიზებულები დავბრუნდეთო...“
მილიონობით ადამიანი ყოველდღე ელოდება ვაქცინას, როგორც გარღვევას, რომელიც აღკვეთს სიკვდილისა და მოახლოებული ქაოსის შემზარავ თარეშს. ელოდება, როგორც შემაკავებელს, რომელიც შუაში დადგება. მაგრამ ელოდება, როგორც დანაპირების შესრულებას, რომელიც არასდროს გაცემულა.
როგორც ჭიათურელი მაღაროელები მუშაობენ მიწის ქვეშ მუხლამდე წყალში, ასე უდგება თანდათან წყალი პეტრიაშვილის გაერთიანებულ პროფკავშირებს.
ისინი გვაქებდნენ, ჩვენ გვიხაროდა. ისინი კიდევ უფრო მეტად გვაქებდნენ, ჩვენც უფრო მეტად გვიხაროდა. და ნელ-ნელა ვაღიარეთ, რომ ჩვენი ფასი მხოლოდ ჩვენმა უფროსმა ძმამ და მეგობარმა, რუსმა გაიგო, დაინახა და დააფასა.
ალი აბასი პერსონაჟების რეჟისორია. ეგებ „მოწაფე“ ახალს არაფერს გვიყვება დონალდ ტრამპზე, მაგრამ ნამდვილად გვიყვება ორიგინალურად. ესაა ფილმი, სადაც ერთი პატარა დეტალი უფრო მეტს ამბობს პერსონაჟზე, ვიდრე მთელი ფილმი.
„წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნამდვილად ყველას „ენატრებოდა“ საქართველო და ჩვენს მწერლებთან აქტიური თანამშრომლობა...