მალხაზ სონღულაშვილი

ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ ჩვენ მოწმენი ვხდებით სისტემური დანაშაულისა, როცა მსხვერპლი ახალგაზრდა ბავშვია. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, მსგავსი აღარ უნდა განმეორდესო, გულის სიღრმეში ვიცით, რომ მაინც განმეორდება. მაინც მოუკლავენ მშობლებს შვილებს და მაინც მოგვიკლავენ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს.

ბექა ქურხული

გამთენიისას დაბომბვამ გამაღვიძა. სერიოზულად დაგვიშვეს. იმდენად ახლოს ცვიოდა ჭურვები, რომ აფეთქებების ბათქი, განგაშის სირენების ხმას ახშობდა. ამხელა შენობა - მთელი სასტუმრო ერთიანად ზანზარებდა. ფანჯრებზე სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული, ე.წ. „სვეტამასკიროვკა“, მაგრამ, ოდნავ შემოპარულ სინათლის სხივებზე მაინც მივხვდი, რომ სულ ახალი გათენებული იყო...

გიორგი ხასაია

ახლა საქართველოში გაფიცვაზე იმდენს ლაპარაკობენ, რამდენიც არასდროს ულაპარაკიათ.  გაფიცვა გახდა პოლიტიკური ცვლილებების მთავარი იმედი.

ბექა ქურხული

დედაჩემის „სიყვარული ყველას უნდაში“ არ იყოს: - „არც ნერვებს მოვიშლი და არც რა... აგრემც პუტინს მოიხვედრია ცხელი ტყვია...“. სუ მაგ ბოზიშვილის ბრალია, თორე 100 წელი რა გვინდოდა ჭყონიას და მე დნეპრის მეტრო „ვაგზალნაიაში“?..

ბექა ქურხული

სწორედ ასე იბრძოლა და იბრძვის „აზოვის“ ბატალიონი, ასე იბრძვის  და იბრძოლებს უკრაინა, ასე იბრძოლებს და იბრძვის საქართველო, რომელსაც 5 საუკუნის წინანდელი ნისლიანი ისტორიის ხეობებიდან მოსძახის, ქართლის დიდი მეფის - ლუარსაბ I-ის ანდერძი:     - “მამაცმან კაცმან თავი თვისი მგელსა უნდა ამსგავსოს და მტრისა ჯარი ცხვრისა ფარას და შიგან ასრე გამოერიოს,  ხოლო გამარჯვება ღმერთის ხელთ არისო...“

პუბლიკა

თუ ლისის ტბის ტყიან ნაწილზე ასულხართ და  ფერდობზე შემდგარს მთელი სივრცისთვის ერთიანად მოგივლიათ თვალი, უსათუოდ ჩემსავით გაიფიქრებდით - რა კარგი იქნებოდა აქ ტყე-პარკის გაშენებაო. ხომ ასეა?- ყველასთვის არა!

ნათია კაპანაძე

ამ მოვლენების ფონზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში სისტემური რყევებია, ძველი და ახალი სამეურვეო საბჭოს პოლიტიკა, მენეჯმენტის მოშლის მცდელობა, ჟურნალისტების განცხადება სარედაქციო დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის თაობაზე - მცირე ჩამონათვალია მედიაზე მიტანილი იერიშის სიიდან.

ლევან ღამბაშიძე

ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ ქართველი ფეისბუქ-ინსტრაგრამ ტროლებისა და ყალბი ანგარიშების წერტილოვანი განადგურების შემდეგ, დიდმა გაურკვევლობამ დაისადგურა ქართულ საზოგადოებაში. ხალხი ვერ გაერკვა, რა მოხდა სინამდვილეში: ვინ არიან ეს ტროლები? რა კავშირია ტროლებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის? რატომ ებრძვის ფეისბუქი ტროლებს? რას ნიშნავდა ეს ქმედება საქართველოსთვის? ვიღაც პანდა საერთოდ რა შუაში ამ ყველაფერთან? და ა.შ.

ბექა ქურხული

     დაბოლოს, როდესაც ერთი კვირის შემდეგ  მეორე სართულზე, კვლავ  „ჩემს ოთახში“, ნამდვილ ადამიანურ საწოლზე გავიშხლართე, სადაც მატრასებისგან განსხვავებით, ძილში წონასწორობის დაცვა აღარ მიწევდა, ნამდვილი კახური გულწრფელობით აღმომხდა...

სამირა ბაირამოვა

სახელმწიფოსა და ეთნიკური უმცირესობების თემს შორის ძალიან სუსტი კავშირია. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და მოგვარების პროცესში თვითონ ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა ძალიან ზედაპირულია.