ბლოგი
არავინაა ჩვენზე მეტი. არავინ იცის ჩვენზე კარგად, რა სჭირდება ამ ქვეყანას. წარსულის გაანალიზებაშიც მაგრები ვართ და მომავლის საპროგნოზო მაჩვენებლების გაზომვაშიც. აბა, ჩვენზე უკეთ ვინ იცის, როგორ ჩაუტაროს ექსპერტიზა დაფლეთილ, დანაკუწებულ და კიდურებმორღვეულ გვამს, ისტორიის სანაგვეზე რომ გდია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა კოლონიალიზმის ახალი მოდელი შეიმუშავა. იგორ გაიდარისა და ანატოლი ჩუბაისის „ლიბერალური იმპერიის“ კონცეფცია გულისხმობდა ძველი ტერიტორიების ეკონომიკურ და კულტურულ დამორჩილებას. პუტინიზმის ამ ეტაპზე კი გადაწყდა პოლიტიკური სინქრონიზაციის გზით ტერიტორიების ღიად შემოკრება.
კანონი, რომლის გატანასაც ხელისუფლება ცდილობს, არის რუსული. მოსახლეობის თვალის ასახვევად რომელი ენიდანაც არ უნდა თარგმნონ სხვადასხვა მუხლი, მისი იდეა არის რუსული, მისი მიზანი არის რუსული და შედეგები იქნება რუსული.
თქვენი არ ვიცი და მე ამ დღეებში ხშირად მახსენდებიან ჩემი მშობლები, კარგი, წესიერი ხალხი, რომლებთაც მთელი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა კავშირში გაატარეს და მის თამაშის წესებზე მორგება მოუწიათ. დედაჩემისგან ორი შეგონება მახსოვს, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ნათქვამი, მაგრამ ამის გამო არანაკლებ შეუსაბამო.
2022 წლის 17 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ეძღვნებოდა ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს - ელენე ბაქრაძის (დარიანი) მოგონებების, წერილების, დღიურებისა და ლექსების კრებულს.
იმისთვის, რომ სტამბოლის კონვენციის სიკეთეები ხელშესახები გახდეს ქალებისთვის საქართველოში, მის კვალდაკვალ უნდა განვითარდეს საქართველოს სასამართლო პრაქტიკაც.
ახლა ყველგან ემილიანო მარტინესის, მეტსახელად „დიბუს“ კრულვა ისმის. მას უწოდებენ ხეპრეს, გაუთლელს, ნაძირალას, ოხერს და რეგვენს. ამ ეპითეტების დიდი ნაწილი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და კიდევ შეიძლება ემის მიმართ მრავალი სალაღობო შესატყვისის მოფიქრება
„ნუ ავიწროებთ უაზროდ სამანქანო ზოლს. კატასტროფაა. ეს გზები იყო გათვლილი უფრო ნაკლებ ხალხზე და მანქანაზე, და თქვენ რას აკეთებთ! ავიწროებთ და ხელს უშლით ამით ხალხს გადაადგილებაში. არ გამოხტეთ საზტრანსპორტით იარეო. საზტრანსპორტში რაც ხდება, კარგად იცით…";