ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები სახეზეა - თურნავა

პუბლიკა

“ყველა სირთულის მიუხედავად, ივნისის თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა თანდათან ჯანსაღდება და ამის პირველი ნიშნები სახეზეა, ეკონომიკის ვარდნის ტემპი იკლებს და ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, 2020 წლის ივნისის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებელთან დაკავშირებით.

დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა. რაც შეეხება 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს, საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.