ერევანთან ახლოს აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ - სომხეთის ხელისუფლება

პუბლიკა

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ერევანთან ახლოს აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

„სომხეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კოტაიქის რეგიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“, – წერს Twitter-ზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანი.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ცაში აფეთქება ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატის ერევანთან ახლოს შესაძლო გამოჩენაზე ჯერჯერობით არ ვრცელდება აზერბაიჯანის პოზიცია.

LB loan image desktop LB loan image mobile