ეს არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა - ფაშინიანი გენშტაბის მიერ გადადგომის მოთხოვნაზე

პუბლიკა

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა. გენშტაბის განცხადება, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ფაშინიანის მიერ გენშტაბის უფროსის მოადგილის, ტიგრან ხაჩატრიანის გადაყენებას მოჰყვა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ონლაინმიმართვაში გენშტაბის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა და მოუწოდა სამხედრო ძალებს, თავი შეიკავონ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. თავის მომხრეებს კი ფაშინიანმა სთხოვა დღეს ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ.

LB loan image desktop LB loan image mobile