განათლების მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

პუბლიკა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.  ინფორმაციას”პუბლიკას” მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო.

LB loan image desktop LB loan image mobile