ჯარში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება - ცვლილება პროექტში

პუბლიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა.

პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

ამ ცვლილებამდე, პროექტით გათვალისწინებული იყო, რომ სამხედრო სავალდებული სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო მოსაკრებელი 10 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა ახალგაზრდას მხოლოდ ერთხელ, 25 წლამდე შეეძლებოდა.

პროექტით გათვალისწინებულია გაწვევის გადავადების სხვა მიზეზები, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამუშაო ადგილი, მაგალითად, თუ პირი მუშაობს ხელისუფლების არჩევით ორგანოში, თავდაცვის სამინისტროში, შს სამინისტროში, სუს-ში, პენიტენციურში, დაზვერვაში ან სახელმწიფო დაცვის სამსახურში და სხვა.