კახა კალაძე „სისულელეს“ უწოდებს ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას, რომ სანქცირებულები ევროკავშირს ურეკავენ კითხვით, როგორ გავიდნენ სანქცირებულთა სიიდან.
„რა სისულელეა. ჩვეულებრივი სისულელე. რა გიპასუხოთ, ჩვეულებრივი სისულელე!
სანქციებთან დაკავშირებით ბევრჯერ ვისაუბრე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს და მის დაცვას, არანაირი სანქცია ვერ იმოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დიდი სისულელეა“. – თქვა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
გუშინ, 5 ივნისს ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა „ევრონესტის” დელეგაციის სხდომაზე თქვა, რომ ერთადერთი, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე მოქმედებს, პერსონალური სანქციებია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების” წევრებმა დაიწყეს „რეკვა ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში და დაინტერესდნენ, რა ბედი ეწეოდათ მათ აქტივებს”.
ნაჩო სანჩეს ამორის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია მათ მიიღო კოლეგებისგან ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში.