კავკასიაში ახალი ერა იწყება, ვულოცავ სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულებას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის წუხელ გაფორმებულ შეთანხმებას ომის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„კავკასიაში ახალი ერა იწყება. მე ვულოცავ ჩვენს მეგობრებს – სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ყველა ერთად თანამშრომლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ სამ ქვეყანას შორის შეთანხმება წუხელ მოხდა. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ჩერდებიან ამჟამინდელ პროცესზე, თუმცა სომხეთი გაიყვანს ჯარს აღდამის, კელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებიდან, დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს სტეფანაკერტთან დასაკავშირებლად, სანაცვლოდ კი აზერბაიჯანს გაუკეთებს უსაფრთხო დერეფანს ნახიჩევანისკენ.

შეთანხმების მიხედვით, რეგიონში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი სამშვიდობო ძალების სტატუსით შევა, ასევე გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს აზერბაიჯანენლი დევნილების დაბრუნება მთიან ყარაბაღში.

LB loan image desktop LB loan image mobile