მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ეყოლება

პუბლიკა

დღეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ახალი მოადგილეები წარადგინეს.

მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ეყოლება. მინისტრის მოადგილის თანამდებობას ეკატერინე დგებუაძე დაიკავებს, რომელიც სამინისტროში ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილე იქნება თამარ ქიტიაშვილი, რომელიც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მრჩეველი იყო პროფესიული განათლების საკითხებში. მინისტრის მოადგილე გახდება ასევე ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

მინისტრის პირველი მოადგილე კვლავ ირინა აბულაძე იქნება. მინისტრის მოადგილეებად დარჩებიან ბადრი მაისურაძე, ლევან ხარატიშვილი და შალვა გოგოლაძე.

13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის თანამდებობა უკვე მეორედ მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა. იქამდე, 1 წლითა და 3 თვით განათლების მინისტრის თანამდებობას მიხეილ ბატიაშვილი იკავებდა, რომელმაც პოზიცია პირადი განაცხადების საფუძველზე დატოვა.