მთიან ყარაბაღში დაბომბვისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა

პუბლიკა

სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, აზერბაიჯანელებმა ქალაქი მარტუნი დაბომბეს, რის შედეგადაც რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა. სომხეთის ხელისუფლების ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ფრანგული მედიაგამოცემა „ლემონდის“ 2 ჟურნალისტი, ასევე სომხური გამოცემა „24ნიუსის“ რეპორტიორი და „არმენია TV-ის“ ოპერატორი. დაზიანდა სააგენტო „ფრანსპრესის“ ავტომობილიც.

დღეს დილით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ 50-მდე უცხოელ და 200-მდე ადგილობრივ ჟურნალისტს მისცეს აკრედიტაცია.

მოგვიანებით, ჟურნალსიტების დაშავების შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და ჟურნალისტების დაშავების გამო სომხეთი გააკრიტიკა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთის ხელიუფლებას არ უნდა დაეშვა სამხედრო მოქმედებების ზონაში ჟურნალისტების ყოფნა. აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მხრიდან აქტიური მოქმედებების არეალში ჟურნალისტებს არ უშვებენ.

LB loan image desktop LB loan image mobile