პოლონური პრესა: რუსი სატირიკოსის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ქართული პასპორტი აქვს და აზერბაიჯანულად ლაპარაკობს

პუბლიკა

პოლონეთის პროკურატურის განცხადებით, უწყებამ ბრალი წარუდგინა ელნურ ა.-ს, რომელიც რუსი სატირიკოსი მხატვრის მკვლელობის საქმეზეა დაკავებული.

უწყების განცხადებით, 36 წლის ელნურ ა.-მ 5 ტყვია ესროლა რობერტ კუზოვკოვს, იგივე სემიონ სკრეპეტსკს 2026 წლის 15 ივნისს პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდალსკაში.

პროკურატურა ასევე ამბობს, რომ ბრალდებული ელნურ ა. დანაშაულს არ აღიარებს. უწყების განცხადებით, მან ასევე უარი თქვა სიტუაციის ახსნაზე.

მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების რისის გამო.

სემიონ სკრეპეტსკი, რომლის ნამდვილი სახელიც რობერტ კუზოვკოვია და რომელიც ცნობილი იყო იმით, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კარიკატურებს ხატავდა, 15 ივნისს დილით მოკლეს – მას პოლონეთის აღმოსავლეთით, ბელარუსის საზღვართან მდებარე ქალაქ ბიალა პოდლასკაში რამდენჯერმე ესროლეს თავში და გულ-მკერდის არეში.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირი კუზოვკოვს მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის სახლთან ახლოს ძაღლს ასეირნებდა, და ცეცხლი დღისით, საჯარო ადგილას გაუხსნა.

ელნურ ა. მარტო მოქმედებდა.

36 წლის კაცი 72 საათში დააკავეს.

18 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თქვა, რომ ბრალდებულს საქართველოს პასპორტი ჰქონდა.

პოლონური პრესა წერს, რომ ელნურ ა.-ს საქართველოს პასპორტი აქვს, მაგრამ აზერბაიჯანულად ლაპარაკობს.

პოლონური პრესისვე ცნობით, ის პოლიციისთვის უკვე ნაცნობია – ის გარკვეული დროის განმავლობაში პოლონეთში ცხოვრობდა. ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს კიდევ ერთ მკვლელობასთან, რომელიც ვარშავაში რამდენიმე წლის წინ მოხდა.

გამოცემა Lublin.se-ს საგამოძიებო უწყებებიდან წყარომ უთხრა, რომ შესაძლოა, მას მკვლელობაში უხდიან კიდეც.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შსს-ს და საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, არის თუ არა კომუნიკაცია ქართულ უწყბებსა და პოლონურ უწყებებს შორის აღნიშნულ საქმეზე. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.