შსს-მ 2019 წელს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობის 2 052 შემთხვევა აღრიცხა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობის მუხლით გათვალისწინებული 2 052 სამართალდარღვევა აღრიცხეს. ამ ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარს შეადგენს.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მცირე ოდენობად მიიჩნევა მცენარე კანაფის 10, მარიხუანის კი 5 გრამის ჩათვლით ფლობა.

აღსანიშნავია, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობის დანაშაული მეოთხე კვარტალში მნიშვნელობნად აღემატება წინა კვარტალებს: IV კვარტალი –  1 196 შემთხვევა, III კვარტალი – 286, II კვარტალი – 424, I კვარტალი – 146 შემთხვევა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღრიცხული აქვს ისეთი სამართალდარღვევები, რომელიც ითვალისწინებს მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარებას ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა შენობა-ნაგებობისა. ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება  21 წლამდე ასაკის პირის მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე. ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში ან/და საჯარო სივრცეში სხვა ადგილას.

თუმცა ამ მონაცემების დაჯამება, მისი არასრული სახით წარმოების გამო, შეუძლებელია.


რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებს, შსს-ის მონაცემებით, მაგალითად, 2019 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 273 პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (273-ე მუხლი – ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ფლობა ან მოხმარება; 273-ე პრიმა – მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) 2004 შემთხვევა აღირიცხა, ხოლო 2018 წელს – 948;

LB loan image desktop LB loan image mobile