სომხეთში 20 ივნისს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის ნაწილთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმდა.

ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ზე წერს, რომ პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერთან, გაგიკ წარუკიანთან შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად საჭიროა რიგგარეშე არჩევნები.

ფაშინიანი წერს, რომ ვადამდელი არჩევნების თარიღზე, „აყვავებული სომხეთის“ გარდა, ქვეყნის პრეზიდენტთან და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთანაც ისაუბრა. ამის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება.

პარტია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერი ედმონდ მარუკიანი წერს, რომ 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების 20 ივნისს ჩატარება მათთვის მისაღები თარიღი იყო.