სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად

პუბლიკა

სულ ცოტა 1 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ერევნის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და მაშველები.

სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორმა თაგუჰი სტეპანიანმა რადიო თავისუფლების სომხურ ბიუროს დაუდასტურა, რომ დაშავებულებსხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სურმალუ ცნობილია, როგორც ბაზარი, სადაც იყიდება ფოიერვერკები და სხვა პიროტექნიკა.

ერევნის მუნიციპალიტეტის სპიკერმა ლევონ სარდარიანმა მოგვიანებით დაადასტურა ინფორმაცია, რომ აფეთქება სურმალუს ბაზრობაზე მდებარე ფეიერვერკების საწყობში მოხდა.

მისი თქმით, ადგილზე მაშველები ნანგრევებიდან დაშავებულების ამოყვანას ცდილობენ.