თურქი სამხედროების ყარაბაღში შეყვანაზე შეთანხმება არ მომხდარა - პესკოვი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თურქეთის სამხედროების კონფლიქტურ რეგიონში განლაგებაზე მხარეები არ შეთანხმებულან. პესკოვის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

პუტინის პრესსპიკერის თქმით, პირველ რიგში, რუსი სამშვიდობოების მიზანი ცეცხლის შეწყვეტის კონტროლი და ომის დასრულება იქნება. ხოლო სამშვიდობო პროცესის მონიტორინგის ცენტრის შექმნა და ცეცხლის შეწყვეტის კონტროლის მექანიზმების შემუშავება ცალკე შეთანხმების საკითხია.

ასევე, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ წუხანდელ მოლაპარაკებაში აშშ-სა და საფრანგეთს მონაწილეობა არ მიუღიათ და ეს სამმხრივი შეთანხმება იყო – რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის.