აშშ-ის ომის დეპარტამენტმა UFO დოკუმენტები გამოაქვეყნა — რა წერია საქართველოზე

პუბლიკა

აშშ-ის ომის დეპარტამენტმა UFO დოკუმენტები გამოაქვეყნა.

ეს დოკუმენტები მოიცავს გასაიდუმლოებული სტატუსის მქონე სამთავრობო დოკუმენტებს, ვიდეოებსა და ფოტოებს, რომლებიც დეტალურად აღწერს სამხედროების შეხვედრებს ამოუცნობ ანომალიურ მოვლენებთან.

გამოქვეყნებულ ფაილებს შორის ერთ-ერთი საქართველოსაც შეეხება, კერძოდ, 2001 წელს კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტს.

UFO ფაილის თანახმად, 2001 წლის 28-29 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე და კოდორის ხეობის ტერიტორიები დაბომბეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მამედოვმა და საქართველოს საკითხების უფროსმა ტერეოკენმა ბრალდება კატეგორიულად უარყოფდნენ და განაცხადეს, რომ ეს შესაძლოა ამოუცნობი მფრინავი ობიექტები (ამო) ყოფილიყო.

„რუსეთის წარმომადგენლები 2001 წელს კოდორის ხეობის დაბომბვას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ამოუცნობი თვითმფრინავები, შესაძლოა, სულაც „ამოუცნობი მფრინავი ობიექტები“ იყვნენ“ — აშშ-მა UFO დოკუმენტები გამოაქვეყნა

UFO ფაილში წერია, რომ FBI-ის მოხსენების ავტორების თანახმად, რუსები, როგორც წესი, მიმართავენ „აშკარა ტყუილს“, როდესაც თავიანთი ქმედებების დაფარვა სურთ.