უკრაინისადმი სოლიდარობისა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნით, აქცია პარლამენტთან დღესაც დაიგეგმა

პუბლიკა

„სოლიდარობა უკრაინას! მიმართოს ხელისუფლებამ ევროკავშირს დაჩქარებული გაწევრების მოთხოვნით! გადადგეს ღარიბაშვილი!“, – ამ ლოზუნგებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც დაიგეგმა. 

აქციის ანონს წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადება, რომ საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს „მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც უკრაინის დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო“.


დღეს მე-6 დღეა, უკრაინის მხარდამჭერები პარლამენტთან იკრიბებიან. სოლიდარობის აქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, 24 თებერვლიდან იმართება. აქციას ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი უერთდება.

აქცია მონაწილეები პრემიერ-მინისტრის გადაყენებას აქამდეც მოითხოვდნენ მისი განცხადებების გამო, რომ როგორ პრემიერი, არასოდეს მიიღებს ხალხის ინტერესების დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს.