წუხელ ქალაქ შუშის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს - აზერბაიჯანი

პუბლიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ მხარეს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ შუშის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წუხელ 01:00 საათიდან 02:15 საათამდე შუალედში, შუშის მისადგომებთან, სადაც რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან, სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა შუშის მისამართით დაიწყეს სროლა.

„აზერბაიჯანელი სამხედროების ფხიზელი და სწრაფი რეაგირების შედეგად მოწინააღმდეგე მოგერიებულია, რომელმაც განიცადა დანაკარგი“, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. თუმცა, მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირება ბოლო ომის შემდეგ პერიოდულად მეორდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 სექტემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ძალები სომეხი ჯარისკაცის მკვლელობაში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, სამხედრო მოსამსახურეს აზერბაიჯანელმა სნაიპერმა ესროლა.

LB loan image desktop LB loan image mobile