ყარაბაღის სტატუსის შესახებ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი - ალიევი

პუბლიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის შეთანხმებით, რომლითაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი უნდა დასრულდეს, ყარაბაღის სტატუსი არ განსაზღვრულა. ალიევის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„ხელმოწერილი შეთანხმება ერთ სიტყვასაც კი არ ამბობს ყარაბაღის სტატუსზე. ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტონომია, რომელზეც უარი თქვეს. სად არის ახლა თქვენი სტატუსი? ყარაბაღს სტატუსი აღარ აქვს და არც აღარასდროს ექნება“, – განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანელი ერისადმი მიმართვის დროს.

ილჰამ ალიევის თქმით, წუხელ ასევე შეთანხმდნენ, რომ მთიან ყარაბაღში სამშვიდობო პროცესის წარმართვაში რუსებთან ერთად თურქებიც ჩაერთვებიან.

მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ სამ ქვეყანას შორის შეთანხმება წუხელ მოხდა. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ჩერდებიან ამჟამინდელ პროცესზე, თუმცა სომხეთი გაიყვანს ჯარს აღდამის, კელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებიდან, დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს სტეფანაკერტთან დასაკავშირებლად, სანაცვლოდ კი აზერბაიჯანს გაუკეთებს უსაფრთხო დერეფანს ნახიჩევანისკენ.

შეთანხმების მიხედვით, რეგიონში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი სამშვიდობო ძალების სტატუსით შევა, ასევე გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს აზერბაიჯანენლი დევნილების დაბრუნება მთიან ყარაბაღში.

 

LB loan image desktop LB loan image mobile