ყველა

ნინო ძანძავა

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ – ასე ჰქვია ალექსანდრე კობერიძის პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელიც 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გერმანელ კინოკრიტიკოსთა ასოციაციის პრიზით დაჯილდოვდა. მობილური ტელეფონით გადაღებული 202-წუთიანი ფილმი არ ჰგავს არც ერთ ქართულ ფილმს, თუმცა ქართული კინოს ისტორიას ნამდვილად ატარებს. 

გიორგი ლობჟანიძე

სრულიად ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა მნიშვნელობა აქვს  კარგ საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას არამხოლოდ მწერლობის, არამედ საზოგადოების განვითარებისათვის.

სალომე გორგოძე

Erasmus+  ეროვნული ოფისის ხელმძღვანელს, ლიკა ღლონტს 13-წლიანი მუშაობის შემდეგ, კონტრაქტი აღარ განუახლეს. ღლონტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის პოლიტიკურ შეხედულებებსა და სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის პოსტებს უკავშირებს.

ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ვაქცინაციის პროცესი მაინც დუნედ მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში არსებული სკეპტიციზმია, რასაც ზოგჯერ აცრასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაცია უწყობს ხელს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხის მდგომარეობა გაუარესდა. შეწყდა თითქმის ყველანაირი საქმიანობა და ბევრი შემოსავლის გარეშე დარჩა, სახლში გამოკეტილი. კიდევ უფრო გაუსაძლის სიტუაციაში უმწეო ცხოველები აღმოჩნდნენ. ბევრ ძაღლსა და კატას ადრე კაფეებსა და რესტორნებში, წვრილმანებისა და სურსათის მაღაზიებში მომუშავე ხალხი კვებავდა. მათზე ზრუნავდნენ მძღოლები, ტურისტები და გამვლელები. ახლა კი, დაცარიელებულ ქუჩებში ცხოველები მარტო დარჩნენ და შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდნენ.

დავით ბუხრიკიძე

ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.

დავით ბუხრიკიძე

ვალერი გერგიევი დიდი ხანია ღიად უჭერს მხარს პუტინს და ამის კარგი მაგალითი იყო მისი რეაქცია 2014 წელს, როდესაც რუსეთი უკრაინის ქალაქებში - დონეცკსა და ლუგანსკში შეიჭრა. მოგვიანებით, მან მიიღო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური პრიზიც. გერგიევი ასევე პუტინის სარეკლამო ვიდეო კამპანიაშიც მონაწილეობდა.

დავით ბუხრიკიძე

ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.

თორნიკე შარაშენიძე

არაა გამორიცხული რომ „ოდეკაბეს” ჯარების გასვლის შემდეგ იქ რუსული სამხედრო ბაზა გაიხსნას. არც ისაა გამორიცხული რუსული ენა ისევ დაბრუნდეს სახელმწიფო ენის სტატუსით, მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. მოკლედ, შუა აზიის უძლიერეს სახელმწიფოზე რუსეთის გავლენა იზრდება...

პუბლიკა

შესაძლოა, ვინმესათვის ჩემ მიერ ამ საკითხზე საუბრის დაწყება ადიქციის დაძლევის პიედესტალიდან საუბრად ითარგმნებოდეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვნად არა ჩემს პირად ძალისხმევასა და წარმატებულ შემთხვევაზე მსურს საუბარი, არამედ უფრო იმ წინაღობებზე, რომლებსაც გადავაწყდი და დღემდე ვაწყდები, მიუხედავად ჩემი სოციალური კაპიტალისა და არსებული პრივილეგიებისა.

თორნიკე შარაშენიძე

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომით გაჩაღებულმა პირველმა შოკმა გადაიარა. გაჩნდა იმის იმედიც რომ უკრაინელები მტერს მოიგერიებენ მთელი აქედან გამომდინარე შედეგებით. ამიტომ ახლა შედარებით მშვიდად შეიძლება ვისაუბროთ იმაზე თუ რა და რატომ მოხდა და რა შეიძლება გველოდეს მომავალში.

პუბლიკა

სქიმმონაზონი სიდონია, რომელიც სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა 2018 წელს ტოლერანტობის ქომაგის წოდებით დააჯილდოვა, „მედიახმის“ პოდკასტში საუბრობს ადამიანის უფლებებსა და რელიგიის თავისუფლების გამოწვევებზე. ასევე, რუსეთ უკრაინის ომზე და რუსეთის „ერთმორწმუნეობაზე“, საპატრიარქოს დაფინანსების მოდელზე, პარლამენტის წინ დადგმულ ჯვარსა და რელიგიის პოლიტიკურ პოზიციონირებაზე.